ალეუტის ქედი
იერსახე
ალეუტის ქედი | |
---|---|
ალეუტის ქედი | |
კოორდინატები: 57°04′ ჩ. გ. 156°59′ დ. გ. / 57.067° ჩ. გ. 156.9883° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
უმაღლესი წერტილი | რედაუტი |
სიმაღლე | 3108 მ |
ალეუტის ქედი (ინგლ. Aleutian Range) — ქედი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის ნახევარკუნძულზე. სიმაღლე 3108 მ. წარმოადგენს ალეუტის კუნძულების კონტინენტური მწკვრივის აღმოსავლეთ გაგრძელებას. წარმოქმნილია ახალგაზრდა ნეოგენურ-მეოთხეული ვულკანური კონუსების ჯაჭვით. სიმაღლე 2500-3000 მ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 3108 მ (მთა რედაუტი). ქედზე არის დაახლოებით 10-მდე მოქმედი ვულკანი, რომელთაგან აღსანიშნავია ილიამნა, კატმაი და სხვა. ემჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. უმაღლეს მწვერვალებე გვხვდება მარადი თოვლი და მყინვარები. ფერდობები შემოსილია სუბარქტიკული მდელოებითა და მთის ტუნდრით. ალეუტის ქედის გარკვეული ნაწილი უკავია ალეუტის ეროვნულ პარკს. ალეუტის ქედი აღმოაჩინეს, რუკაზე დაიტანეს და გამოიკვლიეს რუსებმა XVII საუკუნეში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალეუტის ქედი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)