ალესქერ ალექბეროვი
ალესქერ ალექბეროვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 თებერვალი, 1910 ბაქო |
გარდაცვალების თარიღი |
31 იანვარი, 1963 (52 წლის) ბაქო |
საქმიანობა | მსახიობი |
ალესქერ ჰაჯი აღა-ოღლუ ალექბეროვი (დ. 15 თებერვალი, 1910 — გ. 31 იანვარი, 1963) — აზერბაიჯანელი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1961)[1], სკკპ წევრი 1944 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს ბაქოს მუშათა თეატრში. 1933 წლიდან ბაქოს აზიზბეკოვის სახელობის დრამატულ თეატრის მსახიობი იყო. ასრულებდა უმთავრესად ტრაგიკულ როლებს. გამოირჩეოდა მისი ხანლარი, ვაგიფი (სამედ ვურღუნის „ხანლარი“, „ვაგიფი“), პოლკოვნიკი ჯავანშირი (მ. ჰუსეინის „ჯავანშირი“), ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“) და სხვა, სახასიათო როლებიდან — სალამოვი (ჯაფარ ჯაბარლის „1905 წელი“), პროხორი (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ქენდლილიარი“, „შორეულ ნაპირებზე“ და სხვა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა (1949) და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით (1946, 1959).
გარდაიცვალა 1963 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია ბაქოში, საპატიო დაკრძალვის ხეივანში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 290.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალესქერ ალექბეროვი“ ვიკისაწყობში.
- ალესქერ ალექბეროვი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 15 თებერვალი
- დაბადებული 1910
- გარდაცვლილი 31 იანვარი
- გარდაცვლილი 1963
- აზერბაიჯანელი მსახიობები
- საბჭოთა მსახიობები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები