შინაარსზე გადასვლა

ალესანდრო ვიტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალესანდრო ვიტორია
დაიბადა 1525[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22]
დაბადების ადგილი ტრენტო
გარდაიცვალა 27 მაისი, 1608(1608-05-27)[23] [4] [5] [6] [17] [24] [25]
გარდაცვალების ადგილი ვენეცია

ალესანდრო ვიტორია (იტალ. Alessandro Vittoria, დ. 1524, ტრენტო — გ. 27 მაისი, 1608, ვენეცია) — იტალიელი მოქანდაკე და მედალირების ხელოვანი, ვენეციური სკოლის მანიერიზმის ეპოქის წარმომადგენელი.[26] მას მიიჩნევენ XVI საუკუნის იტალიის ერთ-ერთ წამყვან მოქანდაკედ, და მისი მთავარი კონკურენტი იყო ჯამბოლონია.[27]

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალესანდრო ვიტორია დი ვიჟილიო დელა ვოლპა დაიბადა ტრენტოში, იტალიის ჩრდილოეთში, მკერავის ოჯახში. 1543 წლის 25 ივლისს გადავიდა ვენეციაში, სადაც სწავლობდა ხატვასა და მოქანდაკებას არქიტექტორისა და მოქანდაკის, იაკოპო სანსოვინოს სახელოსნოში. ვიტორიასა და სანსოვინოს შემოქმედებითი ურთიერთობები ხანმოკლე და დაძაბული იყო. ერთ-ერთ კამათს მოჰყვა ალესანდრო ვიტორიას ვენეციიდან წასვლა და შემდეგ მუშაობა ვიჩენცაში, სადაც ის იყო მოქანდაკე და ინტერიერის დეკორატორი, თანამშრომლობდა ვერონეზესთან ვილა ბარბაროს გაფორმებაზე მაზერეში (აშენებულია ანდრეა პალადიოს მიერ). ეს პერიოდი იყო 1560-1562 წლები. გარდა ამისა, ვიტორია მონაწილეობდა პალადიოს სხვა შენობების — არნალდისა და ტიენეს ვილების (1547) მორთვაში ვიჩენცასთან ახლოს. სანამ სანსოვინო გარდაიცვლებოდა, ვიტორია და სანსოვინო ერთად მუშაობდნენ დიდ პროექტებზე, ხოლო სანსოვინოს გარდაცვალების შემდეგ ალესანდრომ დაასრულა ოსტატის მიერ დაუმთავრებელი ნამუშევრები.[28]

ალესანდრო ვიტორია იყო ტიციანის თანამედროვე, რომლის გავლენაც შესამჩნევია მის ნამუშევრებში. ის დიდი ოსტატი იყო ტერაკოტაში მოქანდაკეობის ტექნიკაში და მუშაობდა ბრინჯაოსა და მარმარილოზეც. როგორც მისი თაობის ყველა იტალიელ მოქანდაკეს, ვიტორიას ხელოვნება დაეფუძნა გენიალური მიკელანჯელოსა და ფლორენციული მანიერისტი ბარტოლომეო ამანატის შემოქმედების გავლენას. ვიტორია თანამშრომლობდა არქიტექტორებთან — სანმიკელთან და პალადიოსთან, ასევე მხატვრებთან — ტიციანთან, ტინტორეტოსა და ვერონეზესთან. ყველაზე მეტად ცნობილი გახდა პორტრეტული ბიუსტებითა და მთელ ფიგურებად შესრულებული ქანდაკებებით, რომლებიც შექმნა ვენეტოსა და ვენეციის სხვადასხვა სასახლეებისთვის, მათ შორის დოჟების სასახლისთვის. გარდა ამისა, ვიტორიას ეკუთვნის ბრინჯაოს სტატუეტები, სანთებელები და რელიეფური მედალიონები.[29]

1563 წლიდან ვიტორია იყო ვენეციაში, სან-მარკოს დიდი სკოლის („Scuola Grande di San Marco“) და ფლორენციის აკადემიის („Accademia del Disegno“) წევრი, რომელიც 1577 წელს დააარსა ჯორჯო ვაზარიმ.

ვიტორია გარდაიცვალა ვენეციაში 1608 წლის 27 მაისს. მისი საფლავი, რომელსაც ამშვენებს ავტოპორტრეტის ბიუსტი (რომელიც წინასწარ, 1602-1605 წლებში იყო შექმნილი), მდებარეობს წმინდა საკარიას ეკლესიაში. მისი მოსწავლეები იყვნენ კამილო მარიანი და ანდრეა დი ალესანდრო.

მისი შემოქმედების მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროებს წარმოადგენს მხატვრის დღიური და 1576 წლის 29 ივლისის სინდიკატი.[30]

1999 წელს ტრენტოში გაიმართა ალესანდრო ვიტორიის შემოქმედების რეტროსპექტიული გამოფენა, იტალიური მანიერიზმის ხელოვნების კონტექსტში, სახელწოდებით „საოცარი მანერა“ (La Bellissima Maniera).

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #104150386 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. Alessandro Vittoria
  3. Alessandro Vittoria
  4. 1 2 RKDartists
  5. 1 2 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  6. 1 2 SNAC — 2010.
  7. Artnet — 1998.
  8. collections.artsmia.org
  9. Faceted Application of Subject Terminology
  10. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica Inc., 1968.
  11. Kunstindeks Danmark
  12. LIBRISNational Library of Sweden.
  13. ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი — 1933.
  14. კანადის ეროვნული გალერეა — 1880.
  15. ArtCyclopedia
  16. ARTICArt Institute of Chicago.
  17. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  18. Art Renewal Center — 2000.
  19. Frick Art Research Library Photoarchive — 1920.
  20. NUKAT — 2002.
  21. პოლ გეტის მუზეუმი — 1974.
  22. Alessandro Vittoria
  23. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  24. Martin T. Vittoria, Alessandro // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T089935
  25. abART
  26. Neues allgemeines Künstler-Lexicon; oder Nachrichten von dem Leben und den Werken der Maler, Bildhauer, Baumeister, Kupferstecher etc. Bearb. von Dr. G. K. Nagler. — München: E.A. Fleischmann, 1835—1852
  27. Zeri F., Gardner Е. Italian Paintings: Venetian School. — New York: Metropolitan Museum of Art, 1973. — Р. 87
  28. Venturi А. Storia dell’arte, X. — Milano, 1937. — Рp. 64—179
  29. Enciclopedia Italiana (1937). — URL: https://www.treccani.it/enciclopedia/alessandro-vittoria_%28Enciclopedia-Italiana%29/ დაარქივებული 2020-07-18 საიტზე Wayback Machine.
  30. Gerola G. Nuove documenti veneziani su Alessandro Vittoria // Atti del Reale Instituto Veneto di Scienze. — Lettere ed Arti 84 (1925:349-50)