ალეკო შენგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.
ალეკო შენგელია
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი 1901(1901-11-07) ან 1914[1]
დაბადების ადგილი ხაბუმე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი 1975(1975-05-07) ან 1975[1]
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ

ალეკო სოფრომის ძე შენგელია (დ. 7 ნოემბერი, 1901, სოფ. ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი — გ. 7 მაისი, 1975, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეკო შენგელია ქართველ პოეტთა იმ პლიადას ეკუთვნის, რომლებმაც თავი მოიყარეს ჟურნალ „ჩვენი თაობის“ გარშემო. ესენი იყვნენ: რევაზ მარგიანი, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, გაბრიელ ჯაბუშანური, ალექსანდრე საჯაია. სწორედ ეს ჟურნალი იყო ალეკო შენგელიას, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სტუდენტის პირველი ლექსის მეკვლე. სწორედ მან ამცნო მკითხველს განსხვავებული ხმის მქონე პოეტის დაბადება.

ალეკო შენგელიამ პირველი წიგნი 1940 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ლექსებისა და პოემების კრებულები: „გაზაფხულის სიმღერები“, „მე მიყვარს“, „ლექსები“, „რჩეული“, „ლექსები და პოემები“, „დღეები“, „ოცნებები და ნაფეხურები“, „საბავშვო ლექსები და პოემები“ და სხვა. პოეტის მრავალი ლექსი გაითავისა მკითხველმა, მრავალი მათგანი სიმღერად აქცია და გაახალხურა.

რა სცოდნიათ, ამ პატარა ნამის ღილებს,

თვალს ნაბავენ, თითქოს შენი თვალებია,

ერთხელ მაინც, ჩუმად მაინც გამიღიმე,

რა უღმერთო გაჯავრება გყვარებია.

ან

...თუ დავეცე ნუ მიტირებთ დანანებით,

ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,

საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,

დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები...

ალეკო შენგელია წლების მანძილზე წარმატებით ემსახურებოდა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, როგორც გამომცემლობა „ნაკადულის“ მთავარი რედაქტორი და ლიტფონდის დირექტორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი მედლით და ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 371, თბ., 1994
  1. 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.