შინაარსზე გადასვლა

ალეკო მახარობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალეკო მახარობლიშვილი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1955
საქმიანობა კინოსა და თეატრის მსახიობი.

ალეკო მახარობლიშვილი (დ. 15 აპრილი, 1955) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ალეკო მახარობლიშვილი დაიბადა 1955 წლის 15 აპრილს. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­მურ ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო­ში სწავ­ლობ­და. რამ­დე­ნი­მე წელი მოღ­ვა­წე­ობ­და თბილისის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. 1999 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასშია. თეატრში განასახიერა როლები ივანე (იასმინა რიზა „ART - ხელოვნება“; რეჟ. თემურ ჩხეიძე), პოლინიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“; რეჟისორი თემურ კუპრავა), ფოცო, მოსე (გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია „თეთრი იასამანი“; რეჟ. გიზო ჟორდანია), ჯიმი ჯეკი (ბრაიან ფრილის „თარგმანები“; რეჟისორი თ. ჩხეიძე), ანტონიო (ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი“; რეჟ. თამაზ მესხი), ზურიკო (რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; რეჟ. ანზორ ქუთათელაძე), სოსოია (ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, რეჟ. შალვა გაწერელია), ბიჭი (გურამ ბათიაშვილის „ორი ნოველა“, რეჟ. შ. გაწერელია), ბეგლარ ჯინჭარაძე (დავით კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“; რეჟ. შ. გაწერელია), აბესალო (დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, რეჟ. შ. გაწერელია), ქურდი აპო (ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, რეჟ. შ. გაწერელია) და სხვა. გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: „ძილის წინ“, „ყავა და ლუდი“, „ჩემი ცოლის დაქალები“, „მამაჩემის გერლფრენდი“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]