ალევი (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალევი — ძველი სოფელი ქსნის მარცხენა შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი). იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რომლებიც შემდეგ ცალ-ცალკე სოფლებად იქცნენ (ახლანდელი ქვემო ალევი და შუა ალევი).

ადამიანს ამ მიდამოებში უკვე ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. გვხვდება ანტიკური პერიოდის სამარხებიც. ფაოდალურ ხანაში ალევი ჯერ ქსნის ხევში შედიოდა, შემდეგ - ქსნის საერისთავოში. ეკუთვნოდა ალევის სამების ეკლესიას (VIII-IX სს.), რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე უნაგირა მთის თხემზე დგას.

ალევის ე. წ. ოქროსკარიანი სამების ეკლესია მდიდარი და განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით.

1804 წელს ალევში 500-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა 33 კომლად. 1865 იგი ქსნის საპოლიციო უბნის ზემო ალევის სასოფლო თემში შედიოდა და 50 კომლს ითვლიდა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3;
  • მისივე, ქსნის ხეობის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1970, № 21