ალგეის ალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალგეის ალპები
ალგეის ალპები
ალგეის ალპები
კოორდინატები: 47°18′43″ ჩ. გ. 10°21′22″ ა. გ. / 47.31194° ჩ. გ. 10.35611° ა. გ. / 47.31194; 10.35611
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ავსტრიის დროშა ავსტრია
უმაღლესი წერტილი გროსერ-კროტენკოპფი
სიმაღლე 2656 
სიგრძე 75 კმ
სიგანე 50 კმ
ალგეის ალპები — ალპები
ალგეის ალპები

ალგეის ალპები (გერმ. Allgäuer Alpen) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში, გერმანიასა და ავსტრიაში. ვრცელდება ბოდენის ტბასა (დასავლეთით) და მდინარე ლეხს (აღმოსავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 75 კმ, სიგანე 50 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 2656 მ (გროსერ-კროტენკოპფი). დამახასიათებელია მცენარეებით შემოსილი ციცაბო კალთები, ღრმად დანაწევრებული ფერდობები, მრავალფეროვანი ფლორა. ალგეის ალპები არის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ქედების ერთობლიობა. ჩრდილოეთით ესაზღვრება ალპების მთისწინეთი. არის მთის წვრილი ტბები, ხეობებში შედარებით მოზრდილი ტბებია. უმთავრესად აგებულია მეზოზოური ასაკის კირქვებით. აქვს წაწვეტილი მწვერვალები. არის თანამედროვე გამყინვარება. დამახასიათებელია კარსტული რელიეფის ფორმები.

შემოსილია მთის ტყეებითა და მდელოებით. საბაგირო გზების ხშირი ქსელი. განვითარებულია ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]