ალბულის ალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბულის ალპები
Piz Kesch HQ.jpg
კოორდინატები: 46°37′ ჩ. გ. 09°52′ ა. გ. / 46.617° ჩ. გ. 9.867° ა. გ. / 46.617; 9.867
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტერიტორიული ერთეული გრაუბიუნდენის კანტონი
უმაღლესი წერტილი პიც-კეში
სიმაღლე 3418 
ალბულის ალპები — შვეიცარია
ალბულის ალპები
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ალბულის ალპები (გერმ. Albula-Alpen) — ქედი ალპებში, აღმოსავლეთ შვეიცარიაში. მიეკუთვნება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს. მაქსიმალური სიმაღლე 3418 მ (პიც-კეში). სახელი ეწოდა მდინარე ალბულისგან. დასავლეთის მხრიდან, ობერჰალბშტაინის ალპებისგან გამოყოფილია სეპტიმერის უღელტეხილითა და მდინარე იულიას ხეობით; ჩრდილო-დასავლეთიდან, პლესურის ალპებისგან — მდინარე ლანდვასერის ხეობით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, სილვრეტის ალპებისგანფლიუელის უღელტეხილით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ბერნინის ალპებისგან კი მალოიის უღელტეხილითა და მდინარე ინის ხეობით.

ალბულის ალპებიდან მოედინება მდინარეები: ალბულა, იულია, ლანდვასერი და ინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]