ალბერტ რაზინი
| ალბერტ რაზინი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1940 |
| დაბ. ადგილი | კუზიუმოვო |
| გარდ. თარიღი | 10 სექტემბერი, 2019[1] (79 წლის) |
| გარდ. ადგილი | იჟევსკი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ეთნოგრაფი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი[2] , აქტივისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, ენათმეცნიერი[2] და docent[2] |
| მუშაობის ადგილი | უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი |
ალბერტ რაზინი (რუს. Альберт Разин; დ. 12 ივნისი, 1940 — გ. 10 სექტემბერი, 2019, იჟევსკი) — უდმურტი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. უდმურტული ენის დაცვის აქტივისტი. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 2019 წლის 10 სექტემბერს უდმურტეთის რესპუბლიკის პარლამენტის წინ განახორციელა თვითდაწვის აქტი, რუსეთის ენის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს დაამთავრა უდმურტეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. იყო უდმურტეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული ურთიერთობების ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1992 წელს მიიღო მონაწილეობა უდმურტეთის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ინსტიტუტის შექმნაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კიდეც.
მუშაობდა უდმურტეთის მეცნიერებათა საზოგადოებაში.
2019 წლის 10 სექტემბერს იჟევსკში, რესპუბლიკის პარლამენტის წინ, დილის 9 საათსა და 45 წუთზე რუსეთის ფედერაციის ენის პოლიტიკის გაპროტესტების ნიშნად დაიწვა თავი. ამ დროს მას ეკავა ორი პლაკატი. ერთზე ეწერა ავარელი პოეტის რასულ ჰამზათოვის სიტყვები:
„თუკი ხვალ ჩემი ენა გაქრება, მაშინ მე მზად ვარ დღეს მოვკვდე.“ |
მეორეზე კი ეწერა:
„მაქვს მე სამშობლო?“ |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Альберт Разин: «Удмуртский этнос исчезает на глазах» დაარქივებული 20-09-2019 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Удмуртский ученый поджег себя перед зданием Госсовета в Ижевске.
- «Умру за язык»: в Удмуртии ученый Разин сжег себя перед Госсоветом.
- Альберт Разин: биография учёного, устроившего акт самосожжения у здания Госсовета УР დაარქივებული 15-09-2019 საიტზე Wayback Machine.
- Обращение А. А. Разина к депутатам Госсовета Удмуртской республики, 20 августа 2019 г.