შინაარსზე გადასვლა

ალბერტ ლუდვიგ ნაისერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტ ლუდვიგ ნაისერი
გერმ. Albert Ludwig Neisser
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1855(1855-01-22)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი სვიდნიცა
გარდ. თარიღი 30 ივლისი, 1916(1916-07-30)[1] [2] [4] [5] (61 წლის)
გარდ. ადგილი ვროცლავი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი, პათოლოგანატომი და დერმატოლოგი
მუშაობის ადგილი ვროცლავის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვროცლავის უნივერსიტეტი და ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი

ალბერტ ლუდვიგ ნაისერი (დ. 22 იანვარი, 1885, შვაიდნიცი — გ. 30 ივლისი, 1916, ბრესლაუ) — გერმანელი დერმატოლოგ-ვენეროლოგი.

1877 წელს დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი ბრესლაუში. 1882 წლიდან მუშაობდა იქვე კანის და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის დირექტორად. 1879 წელს აღმოაჩინა გონორეის გამომწვევი გონოკოკი. დაადასტურა კეთრის გამომწვევის არსებობა. მოაწყო ორი სამედიცინო ექსპედიცია 1905–1906 წლებში ბატავიაში, სადაც ექსპერიმენტულად შეისწავლა სიფილისი მაიმუნებში. ა. ვასერმანთან ერთად შეიმუშავა სიფილისის სეროლოგიური დიაგნოსტიკა — ვასერმანის რეაქცია.

  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118738380 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. Who Named It? — 1994.
  4. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  5. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.