ალბერტ ლეო შლაგეტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერტ ლეო შლაგეტერი

ალბერტ ლეო შლაგეტერი (გერმ. Albert Leo Schlageter; დ. 12 აგვისტო 1894, შიონაუ, ბადენ-ვიურტემბერგი — გ. 26 მაისი 1923, დიუსელდორფი) —გერმანელი ფრაიკორსის მებრძოლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 აგვისტო: შლაგეტერი დაიბადა გლეხის ოჯახში, შიონაუში (შვარცვალდი). იგი ოჯახის მეშვიდე შვილი იყო.
როგორც ფრაიბურგის არქიეპისკოპოსის მრჩევლის აღსაზრდელი იგი ჩარიცხულ იქნა კათოლიკურ გიმნაზიაში და ემზადებოდა სასულიერო კარიერისათვის.
აგვისტო: იგი მოხალისედ ჩაეწერა №76 საველე-საარტილერიო ბატალიონში.
იბრძოდა ფლანდრიაში, მდ. სომთან და ვერდენთან გამართულ ბრძოლებში.
მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
დაჯილდოებულ იქნა რკინის ჯვრის I ხარისხის ორდენით.
დეკემბერი: შლაგეტერი გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
ჩარიცხულ იქნა ფრაიბურგის უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე. მცირე ხნის შემდეგ იგი შევიდა ფრაიკორპს «მედემის» შემადგენლობაში და იბრძოდა ბალტიისპირეთში.
მარტი: მონაწილეობა მიიღო მემარცხენე «მარტის აჯანყებულთა» გამოსვლის ჩახშობაში. ამის შემდეგ იგი მუშაობდა სასოფლო მეორნეობაში აღმ. პრუსიაში.
იანვარი: ჩაეწერა ფრაიკორპს «ჰაუენსტეინის» შემადგენლობაში და იბრძოდა პოლონელ პარტიზანთა წინააღმდეგ.
შლაგეტერი «ნსდაპ»-ის წევრი გახდა.
იანვარი: მონაწილეობა მიიღო «ნსდაპ»ის პირველ პარტიულ სხდომაზე მიუნხენში.
მარტი: რურის ოლქის ფრანგებისა და ბელგიელთა დაკავებამ გერმანიაში წინააღმდეგობის ტალღა ააგორა. შლაგეტერმა ორგანიზება გაუკეთა მცირე მობილურ რაზმს, რომელიც საბოტაჟს უწყობდა დამპყრობლებს.
7 აპრილი: იგი დაპატიმრებულ იქნა ესენში.
7 მაისი; ფრანგულმა სამხედრო სასამრთლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
26 მაისი: განაჩენი შესრულდა დიუსელდორფში.
10 ივნისი: მიუნხენში ცატარდა ალბერტ ლეო შლაგეტერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ზეიმი, რომელზეც ნაცისტებმა იგი ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობისათვის წამებულ რაინდად შერაცხეს.