ალბერტო-დე-აგოსტინის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორდილერა-დარვინის მთების ხედი

ალბერტო-დე-აგუსტინის ეროვნული პარკი (ესპ. Parque nacional Alberto de Agostini) ― დაცული ტერიტორია მაგალიანესის რეგიონში, ჩილეში, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის შემადგენლობაში. შეიქმნა 1965 წლის 22 იანვარს,[1] „ოლიანდის“ სატყეო ნაკრძალისა და ერნანდო დე მაგალიანესის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. პარკის ფართობი 1 460 000 ჰექტარია.[2] მის ტერიტორიაზეა კორდილერა-დარვინის ქედი. სახელი ეწოდა იტალიელი მისიონერისა და მკვლევრის, ალბერტო მარია დე აგოსტინის პატივსაცემად. პარკი მოიცავს ზღვის სანაპირო რამდენიმე მყინვარს და ციცაბო ყურეს. მის ტერიტორიაში ასევე შედის გორდონის, ლონდონდერის კუნძულები და ოსტის კუნძულის ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alberto de Agostini National Park. CONAF. ციტირების თარიღი: 2 April 2017.
  2. National Parks of Chile. CONAF. ციტირების თარიღი: 2 April 2017.