ალბანური დამწერლობა (კავკასია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალბანური დამწერლობა)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალბანური დამწერლობა (მრავალმნიშვნელოვანი).
ალბანური დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: კავკასიის ალბანეთის ენა
დროის პერიოდი:
დობილი დამწერლობები: მესროპ მაშტოცი
Alban-script.jpg

ალბანური დამწერლობა — ანბანური დამწერლობის ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა კავკასიაში ალბანური ენისათვის. დამწერლობის წერის მიმართულება იყო მარცხნიდან — მარჯვნივ. სავარაუდოდ, ძველ ალბანურ ანბანში 52[1]ასო-ნიშანი იყო. სომხური ტრადიციის მიხედვით, იგი მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური ანბანის, ერკათაგირის შექმნის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური წყაროების მტკიცებით, ალბანური დამწერლობის შემოღება V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს, მესროპ მაშტოცს მიეწერება. ამგვარი ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში – „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ალბანური დამწერლობა არის ალბანური ენის მატიანე რომელიც თითქმის უკვალოდ გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან და გახდა მკვდარი ენა. ალბანური დამწერლობის შესახებ პირველ სერიოზულ შრომებად ზაზა ალექსიძის გამოკვლევები ითვლება. ეს გამოკვლევები ეყრდნობა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტრის კედლებში აღმოჩენილ პალიმფსესტურ ხელნაწერებს, რომლებიც დაახ. V-VII საუკუნეებით თარიღდება.

უნიკოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკი 10530—1056F
უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+1053x 𐔰 𐔱 𐔲 𐔳 𐔴 𐔵 𐔶 𐔷 𐔸 𐔹 𐔺 𐔻 𐔼 𐔽 𐔾 𐔿
U+1054x 𐕀 𐕁 𐕂 𐕃 𐕄 𐕅 𐕆 𐕇 𐕈 𐕉 𐕊 𐕋 𐕌 𐕍 𐕎 𐕏
U+1055x 𐕐 𐕑 𐕒 𐕓 𐕔 𐕕 𐕖 𐕗 𐕘 𐕙 𐕚 𐕛 𐕜 𐕝 𐕞 𐕟
U+1056x 𐕠 𐕡 𐕢 𐕣 𐕯

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ალექსიძე, კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, თბ., 2000.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანური დამწერლობა
𐔰𐔱𐔲𐔳𐔴𐔵𐔶𐔷𐔸𐔹𐔺𐔻𐔼𐔽𐔾𐔿𐕀𐕁𐕂𐕃𐕄𐕅𐕆𐕇𐕈𐕉𐕊𐕋𐕌𐕍𐕎𐕏𐕐𐕑𐕒𐕓𐕔𐕕𐕖𐕗𐕘𐕙𐕚𐕛𐕜𐕝𐕞𐕟𐕠𐕡𐕢𐕣𐕯Caucasian Albanian alphabet (UNICOD).jpg
ამ ფაილის შესახებ

(გრაფემის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით გადახვალთ შესაბამის სტატიაზე.)