ალბანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალბანიზაცია ან ალბანიანიზაციაალბანურ ენასთან ან კულტურასთან ასიმილაცია.

კოსოვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანიზაციის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კოსოვოს მაგალითი.[1] ყოფილ იუგოსლავიაში ჩატარებული მოსახლეობის აღწერების დროს ბოშების და თურქების აღწერა ხდებოდა როგორც ალბანელების. მათი მუსლიმანური კულტურა მიიჩნეოდა ალბანურად, ხოლო ქრისტიანი მოსახლეობის კულტურა სერბულად.[2] ალბანიზაცია მოხდა ასევე სამხრეთ კოსოვოში მცხოვრები გორანების, რომლებსაც ძირითადად ალბანურ გვარებზე წერდნენ.[3]

მაკედონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანიზაცია განიცადეს ასევე მაკედონიაში მცხოვრებმა მუსლიმანი სლავების წარმომადგენელმა ტორბეშებმაც, რომლებიც დღეისთვის მაკედონიის ალბანური პარტიის (დემოკრატიული განვითარების პარტია) უმეტესობას შეადგენენ. მათი მიზანია მოახდინონ დასავლეთი მაკედონიის ალბანეთთან დაახლოება.[1]

ალბანეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთში აჰმედ ზოგუს მეფობის და ასევე ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის დროს მიმდინარეობდა სამხრეთში მცხოვრები ბერძნების ალბანიზაციის აქტიური მცდელობა.[4]

1967 წელს ალბანეთის შრომის პარტიის მიერ დაწყებული ანტი რელიგიური მოძრაობამ ანტიბერძნული ფორმა მიიღო. ისინი რელიგიური მოტივის არსებობის მიზეზით ყველაფერ ბერძნულს ანადგურებდნენ. ეს იყო ხოჯას მიერ ნაწარმოები კულტურული რევოლუციის ნაწილი. 1961 წლიდან მოყოლებული მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული მხოლ ალბანეთის ისტორიასა და კულტურას ასწავლიდნენ.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]