შინაარსზე გადასვლა

ალბანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთი

ტელეკომპანია Radio Televizioni Shqiptar (RTSH)
მონაწილეობის რაოდენობა 20
დებიუტი 2004
უმაღლესი შედეგი მე-5: 2012
ყველაზე დაბალი რესულტატი მე-17; 2017


ალბანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პირველად 2004 წელს წარსდგა, სადაც ქვეყნის პირველმა წარმომადგენელმა, ანიეზა შაჰინმა ფინალში გასვლა მოახერხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე ეს ევროვიზიაზე ალბანეთის უმაღლესი შედეგი იყო. კონკურსისთვის ქვეყნის წარმომადგენლის შესარჩევად 1962 წლიდან ალბანეთში ყოველწლიურად ტარდება სიმღერების ფესტივალი „Festivali i Këngës“.

2020 წლის კონკურსისთვის ალბანეთმა არილენა არა აირჩია, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 22 დეკემბერს მან Festivali i Këngës მოიგო სიმღერით „Shaj“. 2020 წლის 9 მარტს სიმღერის განახლებული ვერსია სახელად „Fall from the Sky“ გამოვიდა. თუმცა, 2020 წლის კონკურსი COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა.

2021 წლის Festivali i Këngës-ის ეროვნული ფინალი 2020 წლის 23 დეკემბერს გაიმართა. კონკურსში ანჯელა პერისტერიმ გაიმარჯვა სიმღერით „Karma“. მან ევროვიზიის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც 57 ქულა აიღო და 21-ე ადგილი დაიკავა.

2022 წლის კონკურსისთვის ქვეყნის წარმომადგენლად შეირჩა რონელა ჰაიატი სიმღერით „Sekret“. მისი სიმღერა კონკურსის დაწყებამდე რამდენჯერმე განახლდა და ინგლისურ და ესპანურ ენებზე ახალი სტრიქონები დაემატა. რონელამ პირველ ნახევარფინალში 17 წარმომადგენელს შორის მე-12 ადგილი დაიკავა, ფინალში კი ვერ გავიდა.

2023 წლის კონკურსისთვის ალბინა კელმენდიმ და მისმა ოჯახმა Festivali i Këngës-ში სიმღერით „Duje“, მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერით კონკურსისთვის ქვეყნის წარმომადგენლად მაინც შეირჩა. მათ ნახევარფინალში 83 ქულით მე-9 ადგილი დაიკავეს და ფინალში მოხვდნენ, სადაც 76 ქულით 22-ე ადგილზე გავიდნენ.

2024 წლის კონკურსისთვის, 2023 წლის შერჩევის პრინციპით, საზოგადოების მხრიდან ხმის მიცემაში გამარჯვა ბესამ სიმღერით „Zemrën n'dorë“. ევროვიზიისთვის აღნიშნული სიმღერა განააახლეს და დაარქვეს „Titan“.

წელი შემსრულებელი სიმღერა ფინალი ქულა ნახევარფინალი ქულა
2004 ანიეზა შანინი „The Image of You“ 7 106 4 167
2005 ლედინა ჩელო „Tomorrow I Go“ 16 53 ავტომატურად გადავიდა
2006 ლუიზ ეილინი „Zjarr e ftohtë“ ვერ გავიდა 14 58
2007 ფრედერიკ ნდოცი „Hear My Plea“ 17 49
2008 ოლტა ბოკა „Zemrën e lamë peng“ 17 55 9 67
2009 კეისი ტოლა „Carry Me in Your Dreams“ 17 48 7 73
2010 ჯულიანა ფაშა „It's All About You“ 16 62 6 76
2011 აურელა გაჩე „Feel the Passion“ ვერ გავიდა 14 47
2012 რონა ნიშლიუ „Suus“ 5 146 2 146
2013 ადრიან ლურგიურაი და ბლედარ სეიკო „Identitet“ ვერ გავიდა 15 31
2014 ჰერსი „One Night's Anger“ 15 22
2015 ელაიდა დანი „I'm Alive“ 17 34 10 62
2016 ენედა ტარიფა „Fairytale“ ვერ გავიდა 16 45
2017 ლინდიტა „World“ 14 76
2018 ეუგენტ ბუშპეპა „Mall“ 11 184 8 162
2019 იონიდა მალიქი „Ktheju tokës“ 17 90 9 96
2020 არილენა არა „Fall from the Sky“ კონკურსი გაუქმდა
2021 ანჯელა პერისტერი „Karma“ 21 57 10 112
2022 რონელა ჰაიატი „Sekret“ ვერ გავიდა 12 58
2023 ალბინა და კელმედების ოჯახი „Duje“ 22 76 9 83
2024 ბესა „Titan“ ვერ გავიდა 15 14

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]