ალბანეთის ტრანსპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთის ავტომაგისტრალების ქსელი

ალბანეთში სატრანსპორტო საშუალებები ბოლო ორი დეკადის განმავლობაში მეტწილად შეიცვალა. ძირითადად განახლდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა. გზის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საჰაერო მგზავრობის გაუმჯობესებამ ქვეყნის შიგნით გადაადგილება ბევრად მარტივი გახადა. ამ განახლებებმა დიდი გავლენა იქონია ალბანეთის ეკონომიკაზე, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდად იყო დამოკიდებული სამშენებლო ინდუსტრიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი მსოფლიოს დროიდან თანამედროვე ალბანეთის ტერიტორია მნიშვნელოვანი გზაგასაყარი იყო, მაგალითად რომაელების გზა Via Egnatia ადრიატიკის საზღვაო ტერიტორიას აერთებდა ბიზანტიასთან (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი). ალბანეთის გზების სიგრძე გაორმაგდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამი ათწლეულის განმავლობაში და 80-იანი წლებისთვის მთელი ქვეყნის შორეული მთები გზით დაუკავშირდა დედაქალაქ ტირანასა და ადრიატიკისა და იონის ზღვების ნავსადგურებს.

პირველი რკინიგზა ალბანეთში იყო შახტისა და სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი, აშენდა 1917 და 1930 წლებში. ახლანდელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1947 წელს და დღევანდელ სიგრძეს - 677 კმ-ს მიაღწია 1987 წელს. რკინიგზის ქსელი ადრიატიკის ზღვასთან არსებული დურესის პორტიდან სამი მიმართულებით იშლება - 1) ჩრდილოეთით - ალბანეთისა და მონტენეგროს საზღვრამდე, 2) სამხრეთით - ბალშსა და პორტ ვლორაში, 3)აღმოსავლეთით - პოგრადეცი მაკედონიის საზღვართან.[1]

პოსტ-კომუნისტური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთში კომუნისტურ პერიოდის განმავლობაში (1944-1990) მოქალაქეებს საკუთარი მანქანის ქონა ეკრძალებოდათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ცუდ მდგომარეობაში იყო. 1990 წელს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა პატარა ქალაქი იყო 300 000 მოსახლეობით. ქალაქის ქუჩები არ იყო გადატვირთული და მოქალაქეები ძირითადად ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთადერთ სახეობას - ავტობუსს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ თუ 1 საათზე მეტხანს იყო საჭირო მგზავრობა.

90-იანების შემდეგ ტირანას მოსახლეობამ 800 000 გადააჭარბა, რაც ძირითადად ურბანიზაციამ გამოიწვია. დღეს ქალაქში ქვეყნის 1/3 ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში მანქანების რაოდენობამ ძალიან მოიმატა - ქალაქის ცენტრის მცხოვრებლების 2/3 მანქანას ფლობს. აქედან გამომდინარე ხშირია საცობები, რაც ფეხით მოსიარულეებს პრობლემებს უქმნის.

90-იანი წლების ალბანეთის გზები დაბალი შემოსავლების მქონე სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და სუბსაჰარული ქვეყნებისა დონეზე იყო. სახელმწიფო სუბსიდირებითა და უცხოური ფონდების დახმარებით სახელმწიფო გზების მდგომარეობა გაუმჯობესდა.[2]

საჰაერო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანას საერთაშორისო აეროპორტი Tirana International Airport.

ტირანას საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ალბანეთში. 1995-97 წლებში აშენდა, 2001 წელს კი დედა ტერეზას სახელი დაერქვა. 2005 წელს აეროპორტი გერმანულ კომპანია Hochtief AirPort-ის ხელში გადავიდა 20 წლით. შეთანხმების მიხედვით გერმანულ კომპანიას უნდა ეზრუნა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აეროპორტის შენობაში უფასო WiFi მოქმედებს, გასასვლელთან ახლოს ქირავდება ავტომანქანები. აეროპორტთან მუშაობს ავტობუსები, ტაქსები და საინფორმაციო ცენტრები. [3] [4]

ალბანეთის აეროპორტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი აეროპორტის კოდი აეროპორტის სახელი კოორდინატები
ტირანა LATI ტირანას საერთაშორისო აეროპორტი 41°24′53″N 19°43′14″E / 41.4147° ჩ. გ. 19.7206° ა. გ. / 41.4147; 19.7206 (Tirana International Airport)
კუკესი LAKU კუკესის აეროპორტი 42°02′01″N 20°24′57″E / 42.0337° ჩ. გ. 20.4158° ა. გ. / 42.0337; 20.4158 (Kukës Airport)
გიროკასტრა გიროკასტრას აეროპორტი 40°05′14″N 20°09′11″E / 40.0873° ჩ. გ. 20.1531° ა. გ. / 40.0873; 20.1531 (Gjirokastër Airport)
კორჩა LAKO კორჩას ჩრდილოდასავლეთის აეროპორტი 40°38′45″N 20°44′29″E / 40.6457° ჩ. გ. 20.7415° ა. გ. / 40.6457; 20.7415 (Korçë Northwest Airport)
სარანდა LASR სარანდას აეროპორტი 39°52′43″ ჩ. გ. 20°02′09″ ა. გ. / 39.87861° ჩ. გ. 20.03583° ა. გ. / 39.87861; 20.03583 (Sarandë Airport (Sarandë))
შკოდერი LASK შკოდერის აეროპორტი 42°05′21″ ჩ. გ. 19°30′32″ ა. გ. / 42.089361° ჩ. გ. 19.509111° ა. გ. / 42.089361; 19.509111 (Shkodër/Shtojiri Airport (Shkodër))
ტირანა LAFK ტირანას ვერტოდრომი 41°18′56″N 19°53′08″E / 41.3155° ჩ. გ. 19.8855° ა. გ. / 41.3155; 19.8855 (Tiranë Heliport)
კუჩოვა LAKV კუჩოვას სამხედრო-საჰაერო ბაზა 40°46′19″N 19°54′07″E / 40.7719° ჩ. გ. 19.9019° ა. გ. / 40.7719; 19.9019 (Kuçova Air Base)
ლეჟა LAGJ ლეჟა-ზადრიმას სამხედრო-საჰაერო ბაზა 41°53′43″N 19°35′55″E / 41.8952° ჩ. გ. 19.5987° ა. გ. / 41.8952; 19.5987 (Gjader Air Base)
ვლორა LAVL ვლორას სამხედრო-საჰაერო ბაზა 40°28′34″N 19°28′27″E / 40.4761° ჩ. გ. 19.4742° ა. გ. / 40.4761; 19.4742 (Vlorë Air Base)

სახმელეთო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგისტრალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთო სიგრძე: 18 000 კმ
  • მყარი საფარით: 12 920 კმ
  • მყარი საფარის გარეშე: 5080 კმ

რკინიგზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო სიგრძე: 447 კმ

HSH დურესი-ტირანას ხაზის მატარებელი

მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები:

წყლის ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის მთავარი პორტებია: დურესი, ვლორა, სარანდა, შენგინი. 1983 წლისთვის ალბანეთში იყო ბორანი, სატვირთო და სამგზავრო გემები დურესიდან ტრიესტემდე (იტალია).

ალბანეთის უდიდესი პორტი დურესში
ალბანეთის პორტები
პორტი
კოორდინატები
გარე ბმულები

დურესის პორტი 41°18′35″ ჩ. გ. 19°27′26″ ა. გ. / 41.30972° ჩ. გ. 19.45722° ა. გ. / 41.30972; 19.45722 apdurres.com.al
სარანდას პორტი 39°52′15″ ჩ. გ. 20°00′11″ ა. გ. / 39.87083° ჩ. გ. 20.00306° ა. გ. / 39.87083; 20.00306 portisarande.com.al
შენგინის პორტი 41°48′20″ ჩ. გ. 19°35′35″ ა. გ. / 41.80556° ჩ. გ. 19.59306° ა. გ. / 41.80556; 19.59306 portishengjin.com
ვლორას პორტი 40°27′01″ ჩ. გ. 19°29′00″ ა. გ. / 40.45028° ჩ. გ. 19.48333° ა. გ. / 40.45028; 19.48333 portivlore.com
ორიკუმის დოკი 40°20′25″ ჩ. გ. 19°28′20″ ა. გ. / 40.34028° ჩ. გ. 19.47222° ა. გ. / 40.34028; 19.47222 orikum.it
ჰიმარას ნავსადგური 40°05′52″ ჩ. გ. 19°45′10″ ა. გ. / 40.09778° ჩ. გ. 19.75278° ა. გ. / 40.09778; 19.75278 himara.travel

საზოგადოებრივი ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად ხასიათდება ფურგონების გამოყენებით, რაც მინიბუსების ფუნქციას ასრულებს. მათ არ აქვთ განრიგი, გადაადგილდებიან როცა მგზავრების საჭირო რაოდენობა შეიკრიბება. მგზავრობის ფასი შეთანხმებითაა. ასევე ქუჩებში გვხვდება ავტობუსები. ქვეყნის დედაქალაქს, ტირანას ჯერ არ აქვს ავტობუსების სადგური და გაჩერებები. მინიბუსები და ავტობუსები მგზავრებს უჩერებენ სხვადასხვა განკუთვნილ ადგილას.

მიუხედავად ზოგადად არსებული უარყოფითი განწყობისა, რომელიც ალბანეთში ტრანსპორტის გარშემო არსებობს, მძღოლების უმრავლესობა მაინც ახერხებს თავი აარიდოს საგზაო უბედურ შემთხვევებს. ალბანეთში საგზაო წესები ხშირად ირღვევა: მძღოლები ყურადღებას არ აქცევენ გაჩერების ნიშნებს, დიდი სისწრაფის მოძრაობენ ქალაქის შიგნით, გზის არასწორ მხარეს მოძრაობენ და ა.შ.

საგზაო ტრანსპორტის რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობა, 2013:

ტრანსპორტის სახეობა რაოდენობა
მანქანები 341 691
ავტობუსები 5676
სახლები ბორბლებზე 37
სატვირთოები 65 260
ტრაქტორები 543
მოტოციკლები 26 664
ტრაილერები 60 081
ჯამში 445 952

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]