ალბანეთის საგარეო ურთიერთობები
ალბანეთი |
---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა ალბანეთის პოლიტიკა და მთავრობა |
ალბანეთის საგარეო ურთიერთობები წარმოადგენს ალბანეთის ურთიერთობებს სხვა მთავრობებთან და ხალხებთან. ალბანეთი საგარეო პოლიტიკაში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ინარჩუნებს კომპლემენტარიზმის პოლიტიკას, რა დროსაც ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან. სახელმწიფოს, მსოფლიოს 115 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
ალბანეთი 48-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ნატოს, ევროპის საბჭოს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეუთოს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ფრანკოფონიის.
ალბანეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორებია, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მოსახლეობა, ეკონომიკური კრიზისი და ალბანელების დიასპორა მთელ მსოფლიოში. ერი კონცენტრირებულია შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები მის ბალკანელ მეზობლებთან, ასევე ხელმისაწვდომობა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების ინსტიტუტებზე და დაიცვას მჭიდრო კავშირები აშშ-სთან.
ძირითადი მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბანეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
- გაწევრიანება ევროკავშირში
- კოსოვოს საერთაშორისო აღიარებაში დახმარება
- ჩამიდან ალბანელების გაძევების აღიარება[1]
- საბერძნეთის ალბანელებისა და არნავიტების დახმარება[2]
- იტალიის ალბანელებისა და არბერეშების დახმარება
- მაკედონიის ალბანელების, მონტენეგროს ალბანელებისა და სამხრეთ სერბეთის ალბანელების დახმარება
- ალბანური დიასპორის დახმარება
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბანეთის მთავრობა შეშფოთებულია მეზობელ კოსოვოში განვითარებული მოვლენებით, განსაკუთრებით პოსტ-დეიტონის ხელშეკრულების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონი სერბეთის მტკიცებით მისი პროვინციაა, ალბანეთმა 2008 წლის 18 თებერვალს აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.
1991 წელს, ალბანური კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, საბერძნეთსა და ალბანეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო დაიძაბა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია ალბანეთის ხელისუფლების მიერ ბერძენი ეთნიკური უმცირესობის არასათანადო მოპყრობა სამხრეთ ალბანეთში და ალბანელი თემის არასათანადო მოპყრობა ბერძნების მიერ ჩრდილოეთ საბერძნეთში. ალბანელი ეკონომიკური მიგრანტების უკანონო ტალღამ საბერძნეთში, უფრო გაამწვავა დაძაბულობა. კრიზისი ბერძნულ-ალბანურ ურთიერთობებში პიკს 1994 წლის აგვისტოში მიაღწია, როდესაც ალბანეთის სასამართლომ, ეთნიკური ბერძნული პოლიტიკური პარტიის ომონიას ხუთი წევრი (მეექვსე წევრი მოგვიანებით დაემატა) შეუფარდა პატიმრობა, ალბანური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების ბრალდებით. საბერძნეთი ამას ევროკაშირის ალბანეთისთვის დახმარების გაყინვით და ალბანეთთან საზღვრის ჩაკეტვით უპასუხა. 1994 წლის დეკემბერში, საბერძნეთმა ნაწილობრივ ნება დართო ევროკავშირის დახმარებას ალბანეთისთვის, ხოლო ალბანეთმა გაათავისუფლა ორი ომონიას დაკავებული წევრი, ასევე ბრალდებულებს შეუმცირა სასჯელი.
ორ ქვეყანას შორის არსებობს კიდევ სხვა მოსალოდნელი პრობლემები, რაც განპირობებულია ბევრი ალბანელი მუშის საბერძნეთში არსებობას, რომლებსაც არ მიუღიათ იურიდიული ნებართვა მუშაობაზე, საბერძნეთის მთავრობის დაპირების მიუხედავად. 1996 წელს, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობისა და მეგობრობის თაობაზე, განიხილეს ალბანელი ლტოლვილების სტატუსი საბერძნეთში და ბერძენთა უმცირესობის განათლების მიღება დედაენაზე სამხრეთ ალბანეთში.
დღეისთვის, მაღალი დონის ხშირი კონტაქტების შედეგად, რაც მთავრობებს და პარლამენტებს შორის ხშირი შეხვედრებია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილება, როგორც გულითადი. საბერძნეთი, ალბანეთის ერთგული მხარდამჭერია მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მას შემდეგ, რაც ალბანეთი 2009 წლის მაისში ნატოში შევიდა, დაიწყო ალბანურ-ბერძნული ურთიერთობების განვითარება ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით, 2013 წლის არჩევნებში ედი რამას გამარჯვების შემდეგ.[3] დღეისთვის, საბერძნეთი ალბანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ევროკავშირში და პარტნიორი ნატოში.[4] ალბანეთის მთავრობის თხოვნით, დაახლოებით 250 ბერძენი სამხედრო პერსონალი განლაგებულია ალბანეთში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადამზადებასა და რესტრუქტურიზაციაში დახმარებისთვის, ნატოს პროგრამის ფარგლებში. ამჟამად გაშვებული დიდი პროექტები, ორ ქვეყანას შორის უფრო აღრმავებს ურთიერთობებს. ორი ქვეყანა ამჟამად ჩართულია იონიის სანაპიროს ტურისტული განვითარებისა და ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობაზე, რამაც მკვეთრად დაუკავშირებს ორ ქვეყანას.
ტირანა ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მეზობელ მაკედონიის რესპუბლიკასთან, მიუხედავად ზოგიერთი ინციდენტებისა, სადაც მონაწილეობენ ეთნიკური ალბანელები. ტირანამ არაერთხელ მოუწოდა ალბანურ უმცირესობას, მონაწილეობა მიიღოს მაკედონიის მთავრობაში.
1990-იან წლებში, კომუნიზმის დაცემის და დემოკრატიული რეფორმების დაწყების შემდეგ, არალეგალური მიგრანტების დიდი ტალღები ალბანური პორტებიდან იტალიაში გადავიდა. სიტუაციამ დაძაბა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, რადგან იტალიას თავიდან უნდა აეცილა ჰუმანიტარული კრიზისი. დაძაბულობამ პიკს 1997 წლის 28 მარტს მიაღწია, როდესაც იტალიის სანაპირო დაცვის გემმა, თითქოს შემთხვევით დაეჯახა და ჩაძირა ალბანური გემი, რომელიც 120-130 ადამიანი გადაჰქონდა, რომელთაგან 75 დაიხრჩო. საბოლოოდ, ორივე ქვეყანამ დაიწყო ერთობლივი ოპერაციები, რომლის მიზანი უკანონო კონტრაბანდის შეჩერება იყო. იტალიამ ასევე ფინანსური დახმარება გაუწია ალბანეთის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.
2011 წლის 14 იანვარს, ალბანეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას იტალიასთან კაპრალური საგარეო სტრატეგიაში.[5]
ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობა ალბანეთთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგ ქვეყნებს გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობა ალბანეთთან:
- ევროპა: ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ვატიკანი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სან-მარინო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
- ამერიკა: არგენტინა, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოსტა-რიკა, კოლუმბია, კუბა, ეკვადორი, ჰონდურასი, მექსიკა, პანამა, პერუ, აშშ, ურუგვაი და ვენესუელა.
- აზია: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, საქართველო, ჩინეთი, პაკისტანი, პალესტინის სახელმწიფო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი, ჩრდილოეთი კორეა, ქუვეითი, ლაოსი, ლიბანი, მალაიზია, მონღოლეთი, ნეპალი, ომანი, ფილიპინები, კატარი, საუდის არაბეთი, შრი-ლანკა, სირია, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი და იემენი.
- აფრიკა: ალჟირი, ანგოლა, ბენინი, ბურკინა-ფასო, ეკვატორული გვინეა, ეგვიპტე, განა, ლიბია, მადაგასკარი, მალი, მავრიტანია, მაროკო, ნიგერია, სამხრეთი აფრიკა, ტუნისი, უგანდა, ზამბია და ზიმბაბვე.
საერთაშორისო დავები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბანეთის მთავრობა მხარს უჭერს ეთნიკური ალბანელების უფლებების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იყენებს მათ შემდგომი თავისი ძირითადი საგარეო პოლიტიკის მიზნის განსახორციელებლად და რეგიონული თანამშრომლობისთვის; ალბანელები კოსოვოში ცდილობენ მოიპოვონ სრული აღიარება დამოუკიდებლობის, რომელიც გამოაცხადეს სერბეთისგან; მაკედონიის რესპუბლიკის ალბანელები აპროტესტებენ დისკრიმინაციას განათლების, საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების სფეროსა და მთავრობაში წარმომადგენლობის არარსებობის გამო. აშშ-ის ხელმძღვანელობით, ალბანეთის ჯარების ნაწილი მონაწილეობდა ერაყსა და ავღანეთში შეჭრაში.[6] ალბანეთის პოლიტიკა ძალიან ხელსაყრელია აშშ-სა და ევროკავშირისთვის.
უცხოური დახმარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]$30 მილიონის ღორებულების ალბანურ-ამერიკული საწარმო ფონდი (AAEF), დაიწყო თავისი ფუნქციონირება 1994 წელს, რომელიც აქტიურად აბანდებს ინვესტიციების ადგილობრივ ბიზნესში. AAEF მუშაობს კერძო სექტორის ძალისხმევისთვის, რომ იგი ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. ამერიკული დახმარების პრიორიტეტები მოიცავს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობას, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების (მათ შორის, პოლიციის) წინსვლას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალბანეთის რესპუბლიკა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია.[7]
|
საგარეო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფრიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
ალჟირი | იხ. ალბანეთ–ალჟირის ურთიერთობები
| |
ეგვიპტე | იხ. ალბანეთ–ეგვიპტის ურთიერთობები
თანამედროვე ეგვიპტის მამა მუჰამედ ალი, ოსმალეთის არმიის ალბანელი მეთაური იყო. ალბანელი მუჰამედ ალის დინასტია ეგვიპტეში 1805-1952 წლებში მეფობდა. | |
ლიბია | იხ. ალბანეთ–ლიბიის ურთიერთობები
ალბანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა ეროვნული გარდამავალი საბჭო 2011 წლის 18 ივლისს, როგორც ლიბიელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელი.[10][11][12] | |
მალავი | 1985 |
იხ. ალბანეთ–მალავის ურთიერთობები ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1985 წლის ივნისში დაამყარა.[13] |
სამხრეთი აფრიკა | 1992 |
იხ. ალბანეთ–სამხრეთ აფრიკის ურთიერთობები ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარა.[14] |
ტუნისი |
იხ. ალბანეთ–ტუნისის ურთიერთობები ორივე ქვეყანას აქვს დადებული მთელი რიგი ორმხრივი ხელშეკრულება.[15][16] |
ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
ბრაზილია | იხ. ალბანეთ–ბრაზილიის ურთიერთობები
| |
კანადა | იხ. ალბანეთ–კანადის ურთიერთობები | |
გაიანა | 1 მაისი 1985[17] |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1985 წლის 1 მაისს დაამყარა.[17] |
მექსიკა | იხ. ალბანეთ–მექსიკის ურთიერთობები
| |
პანამა | 1978 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1978 წლის 20 აგვისტოს დაამყარა.[20] |
აშშ | 1922[21] | იხ. ალბანეთ–აშშ-ის ურთიერთობები
ამერიკელი ალბანელები — ამერიკელები სრული ან ნაწილობრივი ალბანელი წინაპრებით. 2008 წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ ჩაატარა, აშშ-ში ცხოვრობს 201 118 ამერიკელი სრული ან ნაწილობრივი ალბანური წარმოშობით.[22] |
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
აზერბაიჯანი | 23 სექტემბერი 1992 | იხ. ალბანეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები
|
ჩინეთი | 23 ნოემბერი 1949 | იხ. ალბანეთ–ჩინეთის ურთიერთობები
ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა ენვერ ხოჯას დროს, შეიტანა ყოველწლიურ რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სადაც მოუწოდა გაეროს ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანი) ადგილი გადაეცად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. 1971 წლის 25 ოქტომბერს, რეზოლუცია 2758-ით, რომლის ავტორი ალბანეთი იყო, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, რის შედეგად, გაერომ აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, როგორც ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა. ალბანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. ალბანეთმა და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1949 წლის 23 ნოემბერს დაამყარეს.[24] |
საქართველო | 8 ივლისი 1993[25] | იხ. ალბანეთ–საქართველოს ურთიერთობები |
ინდოეთი | 1956[26] | იხ. ალბანეთ–ინდოეთის ურთიერთობები
დედა ტერეზა, ინდოეთის ეროვნული სიმბოლო, ალბანელი მონაზონი იყო. |
ირანი | იხ. ალბანეთ–ირანის ურთიერთობები | |
ისრაელი | 20 აგვისტო 1991[28] | იხ. ალბანეთ–ისრაელის ურთიერთობები
ალბანეთმა 1949 წლის 16 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ენვერ ხოჯის დეპეშით, აღიარა ისრაელის სახელმწიფო. |
იაპონია | აპრილი 1922 ხელახლა მარტი 1981 |
იხ. ალბანეთ–იაპონიის ურთიერთობები
1981 წელს, ალბანეთმა და იაპონიამ განაახლეს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები.[31] |
ქუვეითი | იხ. ალბანეთ–ქუვეითის ურთიერთობები
| |
მალაიზია | იხ. ალბანეთ–მალაიზიის ურთიერთობები
| |
მალდივები | 26 ივნისი 2008 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 23 ივნისს დაამყარა.[33] |
მონღოლეთი | 24 მაისი 1949[34] | იხ. ალბანეთ–მონღოლეთის ურთიერთობები
|
ნეპალი | 23 მაისი 1972 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წლის 23 მაისს დაამყარა.[35] |
პაკისტანი | 2006 წლის დეკემბერში, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გურაქუიმ ეწვია პაკისტანს ორმხრივი კონსულტაციებისთვის, სადაც შეხვდა პაკისტანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. პაკისტანი ასევე სთავაზობს სასწავლო პროგრამებს ახალგაზრდა ალბანელ ბიუროკრატებს საბანკო, საფინანსო, მართვისა და დიპლომატიის სფეროში.[36] | |
პალესტინა | 1990 | იხ. ალბანეთ–პალესტინის ურთიერთობები
ალბანეთმა პალესტინის სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო აღიარა 1988 წელს. 1990 წელს, ალბანეთმა და პალესტინამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.
|
კატარი | იხ. ალბანეთ–კატარის ურთიერთობები | |
საუდის არაბეთი | იხ. ალბანეთ–საუდის არაბეთის ურთიერთობები | |
სომხეთი | 18 თებერვალი 1993 | იხ. ალბანეთ-სომხეთის ურთიერთობები |
ჩრდილოეთი კორეა | 29 ნოემბერი 1948[37] | იხ. ჩრდილოეთი კორეის საგარეო ურთიერთობები |
სამხრეთი კორეა | 22 აგვისტო 1991[38] | იხ. ალბანეთ–სამხრეთ კორეის ურთიერთობები
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ალბანეთსა და კორეას შორის დაიწყო 1991 წლის 22 აგვისტოს. 2006 წლის 17 მაისს, სამ. კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პან გი მუნი და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბესნიკ მუსტაფაჯი ხილი მოაწერეს სამთავრობათაშორის კონვენციას, რომლის მიხედვით ქვეყნებმა თავიდან აიცილებდნე ორმაგი დაბეგვრის გადასახადს.[39] ალბანეთში მცხოვრები სამხრეთ კორეელების რაოდენობა 2012 წელს, დაახლოებით 80 ადამიანი შეადგინა.[38] |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | იხ. ალბანეთ–არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები
| |
უზბეკეთი | 1993 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 23 ნოემბერს დაამყარა.[40] |
ვიეტნამი | 11 თებერვალი 1950 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1950 წლის 11 თებერვალს დაამყარა.[41][42] |
ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
ანდორა | 1996 | იხ. ალბანეთ-ანდორის ურთიერთობები
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წლის 15 თებერვალს დაამყარეს.[43] |
ავსტრია | 1912 | იხ. ალბანეთ–ავსტრიის ურთიერთობები
ავსტრია-უნგრეთმა მხარი დაუჭირა 1912 წელს ალბანეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. |
აზერბაიჯანი | იხ. ალბანეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები | |
ბელარუსი | იხ. ალბანეთ–ბელარუსის ურთიერთობები | |
ბელგია | იხ. ალბანეთ–ბელგიის ურთიერთობები
| |
ბულგარეთი | 1922 | იხ. ალბანეთ–ბულგარეთის ურთიერთობები
|
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 28 დეკემბერი 1992 | იხ. ალბანეთ-ბოსნია და ჰერცეგოვინის ურთიერთობები |
ხორვატია | 25 აგვისტო 1992 | იხ. ალბანეთ–ხორვატიის ურთიერთობები
|
კვიპროსი | 28 აგვისტო 1991[50] | იხ. ალბანეთ–კვიპროსის ურთიერთობები
|
ჩეხეთი | იხ. ალბანეთ–ჩეხეთის ურთიერთობები
მრავალეროვნული კომუნისტური შეიარაღებული ძალების ერთადერთი ერთობლივი ქმედება იყო 1968 წლის აგვისტოში ვარშავის პაქტის ქვეყნების შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა ალბანეთის სსრ-ს და რუმინეთი სსრ-ს. ალბანეთი ოფიციალურად გამოვიდა ვარშავის პაქტიდან 1968 წელს.[56] | |
დანია | 1 მაისი 1970[57] | იხ. ალბანეთ–დანიის ურთიერთობები
|
ესტონეთი | 1 იანვარი 1992 | |
ფინეთი | ||
საფრანგეთი | იხ. ალბანეთ-საფრანგეთის ურთიერთობები
| |
საქართველო | {8 ივლისი 1993[25] | იხ. ალბანეთ–საქართველოს ურთიერთობები
|
გერმანია | იხ. ალბანეთ-გერმანიის ურთიერთობები | |
საბერძნეთი | დე-ფაქტო 1971 წელს[61][62] დე-იურე 21 მარტი 1996 |
იხ. ალბანეთ-საბერძნეთის ურთიერთობები
საბერძნეთი და ალბანეთი — მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები 1971 წელს აღდგა - ნორმალიზებული ურთიერთობა მხოლოდ 1987 წელს დაიწყო. აქამდე ორივე ქვეყანა ოფიციალურად - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში იყვნენ - მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები ომის პირას იყვნენ, რადგან ალბანეთმა და იტალიამ 1940 წლის 28 ოქტომბერს საბერძნეთს ომი გამოუცხადეს, ხოლო ენვერ ხოჯას დროს ურთიერთობა უფრო დაიძაბა, რადგან იგი დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთის წინააღმდეგ, აგრეთვე იმ მატერიალური დახმარების, რაც მან საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს გაუწია ბერძნულ კომუნისტებს. გარდა ამისა, ჩამის ალბანელების გაძევების გამოც.[61][62] მას შემდეგ, რაც ალბანეთის სოციალისტური რეჟიმის 1991 წელს დაეცა, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ მალე დაიწყო გაუარესება, ეთნიკური უმცირესობების არასათანადო მოპყრობის ბრალდებებით. ამ უკანასკნელს დაემატა არალეგალი მიგრანტების ტალღა ალბანეთიდან საბერძნეთში. ამავე დროს, კრიმინოგენული ვითარება და პოლიციის სისასტიკე მეზობლების მედიაში ჩვეული მოვლენა გახდა. ოფიციალური ბერძნული მონაცემებით, დაახლოებით 450 000 ალბანელი ემიგრანტი საბერძნეთში მუშაობს და ეს რიცხვი შეიძლება გააორმაგდეს, თუ უკანონო ემიგრანტების აღრიცხვაც მოხერხდება. დღეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან თბილია, ალბანეთის მთავრობის თხოვნით, დაახლოებით 250 ბერძენი სამხედრო პერსონალი განლაგებულია ალბანეთში, ალბანეთის შეიარაღებული ძალების სასწავლო და რესტრუქტურიზაციის მიზნით. ალბანეთის ეკონომიკა დამოკიდებულია ემიგრანტების საბერძნეთიდან გამოგზავნილ ფულზე, ხოლო საბერძნეთი მეორე დიდი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც $400 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.[63][64]
|
ვატიკანი | 7 სექტემბერი 1991[75] | იხ. ალბანეთ-ვატიკანის ურთიერთობები
|
უნგრეთი |
| |
ისლანდია |
| |
ირლანდია |
| |
იტალია | 1912 | იხ. ალბანეთ-იტალიის ურთიერთობები
|
კოსოვო | 18 თებერვალი 2008 | იხ. ალბანეთ–კოსოვოს ურთიერთობები
|
ლატვია |
| |
ლიტვა | 27 აპრილი 1992 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დაამყარეს.[85] |
ლუქსემბურგი | ||
მაკედონია | 1991 | იხ. ალბანეთ–მაკედონიის ურთიერთობები
ალბანეთმა აღიარა მაკედონიის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო მას შემდეგ, რა სკოპიემ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ ალბანეთი არასოდეს აღიარებს სკოპიეს თავისი კონსტიტუციური სახელით, თუმცა პრობლემას ვერ ხედავს საკონსტიტუციო სახელის გამოყენების ორმხრივ ურთიერთობებში. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისტორიული მაკედონია „გარდაიცვალა“ ალექსანდრე მაკედონიელთან ერთად, სადაც მხარი არც ათენს და არც სკოპიეს არ დაუჭერია, ხოლო მთავარი აქცენტი სკოპიეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობაზე გააკეთა. |
მალტა | იხ. ალბანეთ–მალტის ურთიერთობები | |
მოლდოვა | ||
მონაკო | იხ. ალბანეთ-მონაკოს ურთიერთობები | |
მონტენეგრო | 1 აგვისტო 2006 | იხ. ალბანეთ-მონტენეგროს ურთიერთობები
|
ნიდერლანდები | 1970[86] | იხ. ალბანეთ-ნიდერლანდების ურთიერთობები |
პოლონეთი | იხ. ალბანეთ–პოლონეთის ურთიერთობები | |
პორტუგალია | იხ. ალბანეთ–პორტუგალიის ურთიერთობები
| |
რუმინეთი | 28 დეკემბერი 1913 | იხ. ალბანეთ–რუმინეთის ურთიერთობები
|
რუსეთი | 7 აპრილი 1924 | იხ. ალბანეთ–რუსეთის ურთიერთობები
|
სერბეთი | იხ. ალბანეთ-სერბეთის ურთიერთობები | |
ესპანეთი | იხ. ალბანეთ–ესპანეთის ურთიერთობები | |
სლოვაკეთი | იხ. ალბანეთ–სლოვაკეთის ურთიერთობები
მრავალეროვნული კომუნისტური შეიარაღებული ძალების ერთადერთი ერთობლივი ქმედება იყო 1968 წლის აგვისტოში ვარშავის პაქტის ქვეყნების შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა ალბანეთის სსრ-ს და რუმინეთი სსრ-ს. ალბანეთი ოფიციალურად გამოვიდა ვარშავის პაქტიდან 1968 წელს.[56]
| |
სლოვენია | იხ. ალბანეთ–სლოვენიის ურთიერთობები
| |
შვედეთი | იხ. ალბანეთ–შვედეთის ურთიერთობები
| |
შვეიცარია | 1 მარტი 1922[89] | იხ. ალბანეთ-შვეიცარიის ურთიერთობები |
თურქეთი | 1981 | იხ. ალბანეთ-თურქეთის ურთიერთობები |
უკრაინა | 1992 | იხ. ალბანეთ-უკრაინის ურთიერთობები
დიპლომატიური ურთიერთობები ალბანეთსა და უკრაინას შორის 1922 წელს დამყარდა.
|
გაერთიანებული სამეფო | 1922-1939 ხელახლა 29 მაისი 1991 |
იხ. ალბანეთ–გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები
|
ავსტრალია და ოკეანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
ავსტრალია | იხ. ალბანეთ–ავსტრალიის ურთიერთობები | |
ახალი ზელანდია | იხ. ალბანეთ–ახალი ზელანდიის ურთიერთობები | |
სამოა | 2008 |
ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 1 აგვისტოს დაამყარეს.[90] |
არასამთავროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორგანიზაცია | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
ევროკავშირი | 1992 | იხ. ალბანეთ-ევროკავშირის ურთიერთობები
|
ნატო | 1992 | იხ. ალბანეთ–ნატოს ურთიერთობები
|
გაერო | 14 დეკემბერი 1955 | იხ. ალბანეთი გაეროში
|
ყოფილი სახელმწიფოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ფორმალური ურთიერთობები დაიწყო | შენიშვნა |
---|---|---|
პაპის ოლქი | იხ. ალბანეთ-პაპის ოლქის ურთიერთობები
ალბანეთს (ლეჟის ლიგა) გეორგ კასტრიოტის მეფობის დროს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან. | |
ნეაპოლის სამეფო | იხ. ალბანეთ-ნეაპოლის სამეფოს ურთიერთობები | |
სსრკ | 7 აპრილი 1924 | იხ. ალბანეთ-სსრკ-ის ურთიერთობები |
ვენეციის რესპუბლიკა | იხ. ალბანეთ–ვენეციის რესპუბლიკის ურთიერთობები | |
იუგოსლავია | იხ. ალბანეთ–იუგოსლავიის ურთიერთობები |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალბანეთის დიპლომატიური მისიების სია
- დიპლომატიური მისიების სია ალბანეთში
- სავიზო მოთხოვნები ალბანეთის მოქალაქეებისთვის
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოფიციალური გვერდი) დაარქივებული 2000-12-04 საიტზე Wayback Machine.
- გაერთიანებული სამეფო
- FCO Profile დაარქივებული 2008-05-26 საიტზე Wayback Machine.
- ესტონეთი
- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბანეთთან ურთიერთობებზე დაარქივებული 2007-08-03 საიტზე Wayback Machine.
- ესტონეთის საელჩო ათენში ასევე აკრედიტებულია ალბანეთში დაარქივებული 2015-08-31 საიტზე Wayback Machine.
- ხორვატია
- კოსოვო
- საგარეო საქმეთა სამინისტრო დაარქივებული 2000-12-04 საიტზე Wayback Machine.
- თურქეთი
- ალბანეთის საელჩო თურქეთში
- თურქეთის საელჩო ალბანეთში
- თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბანეთთან ურთიერთობებზე
- რუსეთი
- რუსეთის ფედერაციის საელჩო ტირანაში დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.
- ანალიზი
- Is there an Albanian question?[მკვდარი ბმული], Chaillot Paper No. 107, February 2008, უსაფრთხოების კვლევის ევროკავშირის ინსტიტუტი
- Lani, Remzi and Fabian Schmidt. "Albanian Foreign Policy between Geography and History", The International Spectator 23, no.2 (1998): 79-103
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Konferencë për shtyp e Ministrit të Punëve të Jashtme z. Panariti lidhur me vizitën e fundit në Greqi, Ministry of Foreign Affairs of the Republic of Albania, 2012-10-06 (in Albanian)
- ↑ Opening speech of Minister Ditmir Bushati at First Diaspora Summit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-06. ციტირების თარიღი: 2017-04-05.
- ↑ 3.0 3.1 Maria Papathanasiou. Karolos Papoulias visits Albania - GreekReporter.com. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Albeu.com - Greece supports EU candidate status for Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Ministry of Foreign Affairs. Esteri.it (14 January 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 28 March 2012.
- ↑ CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 28 March 2012.
- ↑ Albania დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine. , CIA The World Factbook
- ↑ Albanian Embassy in Egypt en. ციტირების თარიღი: 2017-03-20
- ↑ Ministry of Foreign Affairs - Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-18. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ „The Government of the Republic of Albania recognises the National Transitional Council in Libya, as the legitimate representative of the Libyan people“. 18 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
- ↑ „Albania recognizes the Transitional Council of Libya“. 18 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
- ↑ Likmeta, Besar (18 July 2011). „Albania Backs Libya’s Rebel Government“. Balkan Insight. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
- ↑ MOFAIC. Malawi - Albania Relations - Ministry of Foreign Affairs and International Cooperation en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Albania (Republic of). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-23. ციტირების თარიღი: 2017-03-20
- ↑ [1][მკვდარი ბმული]
- ↑ [2][მკვდარი ბმული]
- ↑ 17.0 17.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Embassy of Mexico in Italy
- ↑ Honorary Consulate of Mexico in Tirana (in Albanian and English). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-26. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-02. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Albania - Countries - Office of the Historian. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ US Census Bureau, Table: Ancestry for People with one or more Ancestry Categories Reported დაარქივებული 2020-01-22 საიტზე Wayback Machine.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 05.03.2017. ციტირების თარიღი: 08.04.2017.
- ↑ Ministry of Foreign Affairs of the People's Republic of China. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ 25.0 25.1 {{cite web|title=Relations between Georgia and the Republic of Albania|url=http://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=266&lang_id=ENG%7Cpublisher=[[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო|accessdate=11 July 2011|archiveurl=https://web.archive.org/web/20110906093451/http://www.mfa.gov.ge/index.php?sec_id=266&lang_id=ENG%7Carchivedate=6 სექტემბერი 2011}}
- ↑ India - Albania Relations, Ministry of External Affairs, Government of India
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ „Albania and Israel in Accord To Establish Diplomatic Ties“. The New York Times. 20 August 1991. ციტირების თარიღი: 4 August 2011.
- ↑ Overseas Embassies and Consulates of Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-29. ციტირების თარიღი: 2017-03-20
- ↑ „Israel opens embassy in Albania“. UPI. Jerusalem. 2 August 2012. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
- ↑ Japan-Albania Relations, Website of the Ministry of Foreign Affairs of Japan
- ↑ ambasciata del giappone jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-23. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ LIST OF STATES WITH DIPLOMATIC RELATIONS დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. , Ministry of Foreign Affairs, Mongolia
- ↑ [3]
- ↑ Ministry of Foreign Affairs. Mofa.gov.pk (14 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 24 November 2012.
- ↑ 아침에 떠오르는 태양의 빛을 보며 : 네이버 블로그 ko. ციტირების თარიღი: 2017-03-20
- ↑ 38.0 38.1 Korea, Ministry of Foreign Affairs, Republic of. „Countries and Regions > Europe > List of the Countries“. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 2017-03-20. no-break space character არის
|title=
-ში №22 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-04. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-25. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ [4]
- ↑ [5]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-29. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ 44.0 44.1 Bulgaria. Embassy Pages.
- ↑ Етнически малцинствени общности Bulgarian. Национален съвет за сътрудничество по етническите и демографските въпроси. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2007-02-18.
- ↑ Bulgarians in Albania. www.omda.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 23 April 2008.
- ↑ INTERNATIONAL CENTRE FOR MINORITY STUDIES AND INTERCULTURAL RELATIONS (IMIR)ALBANIA:LANDMARKS OF TRANSITION Valeri Grigorov p.18
- ↑ Dates of Recognition and Establishment of Diplomatic Relations დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. , Ministry of Foreign Affairs Bosnia and Herzegovina
- ↑ Date of Recognition and Establishment of Diplomatic Relations დაარქივებული 2012-05-17 საიტზე Wayback Machine. , ხორვატიის საგარეო სამქმეთა სამინისტრო
- ↑ 50.0 50.1 50.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ [6]
- ↑ [7]
- ↑ [8]
- ↑ [9]
- ↑ [10]
- ↑ 56.0 56.1 „1955: Communist states sign Warsaw Pact“. BBC News. 14 May 1955. ციტირების თარიღი: 27 May 2010.
- ↑ „The Milwaukee Sentinel - May 1, 1970 (Establish Ties)“. The Milwaukee Sentinel. 1 May 1970. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 23 February 2011. ციტატა: „Denmark has agreed to establish diplomatic relations on ambassadorial level with Albania“
- ↑ Ministry of Foreign Affairs of Albania: Denmark Albanian. Foreign Affairs of Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 11 February 2011.
- ↑ Danish embassy in Tirana, Albania. Foreign Affairs of Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 11 February 2011.
- ↑ Albania condemns Russia's recognition of Georgian breakaway regions_English_Xinhua. ციტირების თარიღი: 5 April 2016.
- ↑ 61.0 61.1 Greece. U.S. Department of State. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ 62.0 62.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Stella Tsolakidou. "Omonoia" Proceeds With Census of Greek Minority in Albania. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Bilateral Relations Between Greece And Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-17. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Babiniotis, Lexicon of the Greek Language
- ↑ Albeu.com – Greece supports EU candidate status for Albania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Archbishop Anastasios of Albania
- ↑ Origin of the Albanians
- ↑ "Northern Epiros": The Greek Minority in Southern Albania. Cultural Survival. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ ალბანეთის ენები
- ↑ Albanian communities in Greece
- ↑ Pelasgians – Greeks – Albanias – Greeks – Albanians. Pelasgians – Greeks – Albanias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Omonoia
- ↑ Albanian official: 'We are much more pro-European than several EU members'. EurActiv – EU News & policy debates, across languages. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Historia e Ambasadës დაარქივებული 2012-04-25 საიტზე Wayback Machine. , Albanian Embassy in Holy See (in Albanian)
- ↑ 76.0 76.1 Vatican and Albania Establishing Relations (8 September 1991). ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ This page has been removed - News - The Guardian. the Guardian. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ [11]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Albanian embassy in Ireland. VisaHQ. ციტირების თარიღი: 24 October 2010.
- ↑ Irish embassy in Albania. Ireland.visahq.com. ციტირების თარიღი: 24 October 2010.
- ↑ 82.0 82.1 [12]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-07. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
- ↑ Gregory, Gene (27 April 1971). „Maoist Albania Desires Better Western Relations“. Merced Sun-Star. p. 24. ციტირების თარიღი: 8 May 2011.[მკვდარი ბმული]
- ↑ Berisha: Grateful to the Albanian community in Bucharest დაარქივებული 2013-07-25 საიტზე Wayback Machine. , Top-Channel, 2012-10-19
- ↑ Presidenti Nishani merr mesazhe urimi nga krerë shtetesh me rastin e kremtimit të 100-vjetorit të Pavarësisë së Shqipërisë დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Wayback Machine. , President of Albania, 2012-11-30
- ↑ Ngritja e marrëdhënieve diplomatike დაარქივებული 2013-07-09 საიტზე Wayback Machine. , Balkanweb (in Albanian)
- ↑ [13]