ალბანეთის მუნიციპალიტეტები
გარეგნობა
ალბანეთის მუნიციპალიტეტები (ალბ. bashki) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები ალბანეთში. ალბანეთში არის 61 მუნიციპალიტეტი (2015 წლამდე — 65). ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია პუსტეცი (3290 ადამიანი), ხოლო უდიდესი ტირანა (557 422). საშუალოდ ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობაა 39 378 ადამიანი. მუნიციპალიტეტებში შედის კომუნები. კომუნების საერთო რაოდენობაა 373.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, რომელიც აირჩევა ოთხი წლით. აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთაურობს მერი, რომელიც აირჩევა პირდაპირი წესით. მერი ასევე არის ოლქის საკრებულოს წევრი.
უფლებამოსილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებში შედის:
- წყალმომარაგება
- კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემები
- ადგილობრივი გზები, ტროტუარები, სკვერები
- გარეგანათება
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი
- ნარჩენების მართვა
- მიწათსარგებლობა და ურბანული განვითარება
- სოციალური სერვისები
- კულტურა
- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება
- მცირე ბიზნესის განვითარება
- ვეტერინარული მომსახურება
- მართლწესრიგის დაცვა და სამოქალაქო უსაფრთხოება
- სასაფლაოები
მუნიციპალიტეტების და ოლქების საერთო უფლებამოსილებებში შედის:
- სკოლამდელი და სასკოლო განათლება
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- სოციალური ურთიერთობები
- გარემოს დაცვა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ligji për Vetëqeverisjen Vendore. ციტირების თარიღი: 3 November 2020
- Law nr. 115/2014 sq გვ. 6365–6390. ციტირების თარიღი: 25 February 2022
- Ndarja administrative, njësitë vendore në 'lagje' e 'fshat' - Lajme - Top Channel. ციტირების თარიღი: 2015-02-04
|