ალა ჯიოევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალა ჯიოევა

ალა ჯიოევა (ოს. Джиоты Алыксандыры чызг Аллæ; დ. 23 აგვისტო, 1949, ცხინვალი, სსსრ) — ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი. ე. წ. სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრი 2002–2008 წწ.

2011 წლის 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 56,7% და მოიპოვა გამარჯვება,[1] თუმცა ადგილობრივმა სასამართლომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 27 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკანონოდ გამოაცხადა.[2] განმეორებით არჩევნებში, რომელიც 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა ალა ჯიოევა მონაწილებას ვერ მიიღებს.[3][4]

აღნიშნულ განცხადებას ჯიოევას მომხრეების მხრიდან დაუმორჩილებლობის აქციები მოჰყვა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]