ალაქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალაქოლი
Lake Alakol.jpg
კოორდინატები: 46°04′52″ ჩ. გ. 81°45′51″ ა. გ. / 46.08111° ჩ. გ. 81.76417° ა. გ. / 46.08111; 81.76417
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 343 
ფართობი 2200 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 45 
ჩამდინარე მდინარეები ემელი
ალაქოლი — ყაზახეთი
ალაქოლი

ალაქოლი (ყაზახ. Алакөл) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთში. მოქცეულია ბალხაშ-ალაქოლის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ნახევარუდაბნო ზონაში, ზღვის დონიდან 343 მ სიმაღლეზე. ფართობი დაახლოებით 2200 კმ². მაქსიმალური სიღრმე 45 მ. დონის ყოველწლიური რყევა უდრის 1,2 მ-ს. გაძგიფვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით. უიალის, სასიქოლის, ჟალანაშქოლის ტბებთან ერთად ქმნის ტბათა სისტემას, რომლის აუზის ფართობი 55 ათ. კმ²-ია. ტბაში ჩაედინება მდინარე ემელი. წყალი ქლორიდულ-ნატრიუმიანი შედგენილობისაა. განვითარებულია თევზის რეწვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]