ალასტანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალასტანის ეკლესიადარბაზული ეკლესია საქართველოში, სოფელ ალასტანში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. დათარიღებულია X–XI საუკუნეებით.

ეკლესიას ამჟამად კამარები და კედლის ნაწილიც აქვს და მიწურივით არის გადახურული. მას აქვს ორი შესასვლელი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, თუმცა დასავლეთის კარი ამოშენებულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის ფასადში თითო თაღოვანი სარკმელია. ამჟამად ორივე გაუქმებულია. ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო და მოყვითალო ფერის ანდეზიტური კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადს ამკობს სარკმლის თავზე მოჩუქურთმებული წარბები და აქვს პროფილირებული შუბლი. უფრო მაღლა კი ჯვარია ამოკვეთილი. ამავე ფასადზე კიდევ რამდენიმე ბოლნური ჯვრის გამოსახულებაა გამოკვეთილი. აქვე ხუთ სხვადასხვა ქვაზე ლაპიდარული წარწერებია. წარწერები შესრულებულია ასომთავრული და ნუსხური ნარევით. მათი ნაწილი კი საუკუნიდან დაზიანებულია. სარკმლის ზემოთ, მარცხენა მხარეს, იკითხება:

ვიკიციტატა
„ესე მე ნოშელმან დავდე ქვაი“

ხოლო მარჯვნივ:

ვიკიციტატა
„ესე მე დაჩიმ საოლისძემან.“

წარწერები გვამცნობენ მშენებლობისას ქვათა შემწირველთა სახელებს, ნოშელსა და დაჩი საოლის ძეს.

ალასტანის ეკლესიას 2006 წლის 30 მარტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 267.
  • „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ტ. 13, გვ. 39-40, თბ., 2006;
  • ხარაძე კ., სოფელი ალასტანი, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 32, თბ., 2003.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]