ალასტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალასტანელი — ქართველ უფლისწულთა ზედწოდება XIII-XIV საუკუნეებში. წარმომდგარია საუფლისწულოს ცენტრის ალასტანის (ჯავახეთი) სახელწოდებიდან. ალასტანელად წოდებული უფლისწულები ფლობდნენ ჯავახეთისა და მის მოსაზღვრე ზოგიერთ მხარეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები „გახელმწიფებას“ ცდილობდნენ და „პროვინციის მეფეებად“ იქცნენ. ქართულ წყაროებში დასახელებულთაგან პირველი ალასტანელი იყო ლაშა გიორგი, უკანასკნელი კი — 1373 წ. 6 ივლისს თურქებთან ბრძოლაში მოკლული გიორგი ალასტანელი, ანდრონიკეს ძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის XIV-XVII სს. კრ.: XIV-XVII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი. თბილისი, 1964
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წიგნი 3, თბილისი, 1966
  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 1, გვ. 267, თბ., 1975