ალარ კარისი
| ალარ კარისი Alar Karis | |
კარისი 2024 წელს | |
| ესტონეთის მე-6 პრეზიდენტი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 11 ოქტომბერი 2021 |
| პრემიერ-მინისტრი | კაია კალასი კრისტენ მიხალი |
| წინამორბედი | კერსტი კალიულაიდი |
ესტონეთის გენერალური აუდიტორი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 აპრილი 2013 – 7 მარტი 2018 | |
| წინამორბედი | მიხკელ ოვიირი |
| მემკვიდრე | იანარ ჰოლმი |
ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 3 ივლისი 2007 – 30 ივნისი 2012 | |
| წინამორბედი | ტონუ ლეჰცაარი |
| მემკვიდრე | ვოლი კალმი |
ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2003 – 2007 | |
| წინამორბედი | ჰენ ელმეტი |
| მემკვიდრე | მაიტ კლასენი |
| დაბადებული | 26 მარტი, 1958 ტარტუ, ესტონეთი |
| მოქალაქეობა | |
| პოლიტიკური პარტია | დამოუკიდებელი |
| მამა | ჰარი კარისი |
| დედა | ვირვე კარისი |
| მეუღლე | სირჯე კარისი (1977-დღემდე) |
| შვილები | 3 |
| განათლება | ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი |
ალარ კარისი (დ. 26 მარტი, 1958) — ესტონეთის მეექვსე პრეზიდენტი. თანამდებობა 2021 წლის 11 ოქტომბერს დაიკავა. კარისი მუშაობდა მოლეკულურ გენეტიკოსად, განვითარების ბიოლოგად და ესტონეთის საჯარო მოხელედ.[1][2]
პრეზიდენტობამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარისი დაიბადა ტარტუში 1958 წლის 26 მარტს.[3][4] 1960 წელს მშობლების განქორწინების შემდეგ, კარისს დედა და ბებია ზრდიდნენ.[5]
1981 წელს დაამთავრა ესტონეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემია (ამჟამად ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) ტარტუში. 1999 წელს ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.
2003 წლიდან 2007 წლამდე კარისი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებდა, 2007 წლიდან 2012 წლამდე ტარტუს უნივერსიტეტის, 2013 წლიდან 2018 წლამდე ესტონეთის გენერალური აუდიტორი იყო, ხოლო 2018 წლიდან 2021 წლამდე ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი.[1][6]
ესტონეთის პრეზიდენტი (2021 წლიდან დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2021 წლის აგვისტოში პარლამენტის (რიიგიკოგუ) სპიკერმა იური რატასმა კარისს მიმართა შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში ესტონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენის პერსპექტივით.[7]კარისმა მიიღო შეთავაზება[8]და კანდიდატურას ორივე კოალიციურმა პარტიამ „რეფორმის პარტიამ“[9]და „ცენტრისტულმა პარტიამ“ დაუჭირა მხარი.[10]2021 წლის 31 აგვისტოს კარისი ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს ხმების ორი მესამედით, 72 ხმით, რიიგიკოგუში.[2][11]თანამდებობა 2021 წლის 11 ოქტომბერს მიიღო.

არჩევნებმა კრიტიკა და საარჩევნო რეფორმისკენ მოწოდებები გამოიწვია ოპონენტი კანდიდატების არარსებობის გამო.[12][13][14]კარისმა საპატიო სიტყვაში ახსენა „პრეზიდენტის შერჩევის პროცესის გარშემო არსებული არეულობა“ და მოუწოდა რიიგიკოგუს, განეხილა სისტემური ცვლილებები, როგორიცაა გაფართოებული საარჩევნო კოლეგიის გამოყენება, კანდიდატების წარდგენის ხელშეწყობა ან პირდაპირი არჩევნების შემოღება. კარისმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დამბალანსებლის და შუამავლის როლს შეასრულებდა.[15]

კარისმა პრეზიდენტობა ლატვიასა და ფინეთში სახელმწიფო ვიზიტებით დაიწყო.[16]ლატვიაში ვიზიტს მასპინძლობდა სეიმის სპიკერი ინარა მურნიეცე, რადგან ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტს წინა საღამოს COVID-19 დაუდასტურდა.[17]
კარისმა რამდენჯერმე გამოიყენა უფლება, არ გამოექვეყნებინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. 2023 წლის დეკემბერში, კარისმა უარი თქვა კანონის გამოქვეყნებაზე, რადგან მთავრობამ დაარღვია საპროცედურო წესები. გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ რიიგიკოგუში სრული დაბრკოლება, რამაც შეიძლება პარლამენტის მუშაობის შეუძლებლობა გამოიწვიოს, არ აძლევს მთავრობას უფლებას, ყველა კანონპროექტი ნდობის ვოტუმთან მიაბას და შესაბამისად, პარლამენტში გაიტანოს.[18]რიიგიკოგუმ კანონპროექტი უცვლელად მიიღო. კარისმა მეორედ თქვა უარი გამოქვეყნებაზე და კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში გაგზავნა.[19]უზენაესმა სასამართლომ კარისის მხარე დაიკავა.[20]
2024 წლის ივლისში კარისმა არ გამოაქვეყნა სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის შესახებ აქტი, რადგანაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია. კანონი არღვევდა თანასწორი მოპყრობის პრინციპს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხებოდა.[21]კარისმა კანონი დაამტკიცა, როდესაც პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა.[22]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარისის მამა, ჰარი კარისი (1930–2018) იყო ბოტანიკოსი,[23] ხოლო დედა ვირვე კარისი (1928–2020) სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ცხოველთა კვების დარგში.[24]1960 წელს მშობლების განქორწინების შემდეგ, კარისი დედასა და ბებია ვილჰელმინესთან ერთად იზრდებოდა.
1977 წლიდან კარისი დაქორწინებულია სირჯე კარისზე, რომელთანაც 3 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს.[25]ესტონურის გარდა, კარისი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[26]
ღირსებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ღირსებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელმწიფო გერბის ორდენის დიდოსტატი (11 ოქტომბერი 2021)
ტერა მარიანას ჯვრის ორდენის დიდოსტატი
თეთრი ვარსკვლავის ორდენის დიდოსტატი
თეთრი ვარსკვლავის ორდენის მეოთხე ხარისხი (2007)[27]
არწივის ჯვრის ორდენის დიდოსტატი
ესტონეთის წითელი ჯვრის ორდენის დიდოსტატი
უცხოური ღირსებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბელგია: ლეოპოლდ II-ის ორდენის კომანდორის ჯვარი (2008)
დანია: სპილოს ორდენის რაინდი (27 იანვარი 2026)
ფინეთი:
- თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი ყელსაბამით (27 მაისი 2024)
- ლომის ორდენის პირველი კლასის კომანდორი (2013)
იტალია: იტალიის რესპუბლიკის დამსახურების ორდენის რაინდის დიდი ჯვარი საყელოთი (1 აპრილი 2025)[28][29]
ლატვია:
- სამი ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის კომანდორი ჯაჭვით (20 აპრილი 2023)[30]
- აღიარების ჯვრის კომანდორი (9 აპრილი 2019)[31]
პოლონეთი:
- თეთრი არწივის ორდენი (8 აპრილი 2025)[32]
შვედეთი:
- სერაფიმთა სამეფო ორდენის რაინდი (2 მაისი 2023)[33]
- პოლარული ვარსკვლავის სამეფო ორდენის პირველი კლასის კომანდორი
უკრაინა:
- პრინცი იაროსლავ ბრძენის პირველი ხარისხის ორდენი (24 აგვისტო 2024)[34]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 CV: Alar Karis. ციტირების თარიღი: 13 March 2021
- 1 2 Tambur, Silver. (2021-08-31) Alar Karis elected president of Estonia en-GB. ციტირების თარიღი: 2021-08-31
- ↑ CV: Alar Karis. ციტირების თარიღი: 13 March 2021
- ↑ Who is Estonia's next president Alar Karis? en (2021-08-30). ციტირების თარიღი: 2021-08-31
- ↑ Presidendi Sugupuu Kuidas mustlased väikese Alar Karise Tartu turult ära varastasid. Eesti Ekspress. ციტირების თარიღი: 3 February 2024
- ↑ Potential presidential candidate: Smart and educated nation key to future en (2021-08-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2021. ციტირების თარიღი: 2021-08-22
- ↑ Riigikogu speaker asks museum director to consider running as president en (17 August 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 August 2021. ციტირების თარიღი: 22 August 2021
- ↑ Museum director says 'yes' in answer to presidential bid offer en (2021-08-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 August 2021. ციტირების თარიღი: 22 August 2021
- ↑ Reform Party Riigikogu group supports Karis as presidential candidate en (2021-08-19). ციტირების თარიღი: 22 August 2021
- ↑ Center joins Reform in support for Alar Karis presidential candidacy en (22 August 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2021. ციტირების თარიღი: 22 August 2021
- ↑ Alar Karis elected President of Estonia en (31 August 2021). ციტირების თარიღი: 31 August 2021
- ↑ Estonia on presidential election day as Karis stays sole candidate en-US (2021-08-30). ციტირების თარიღი: 8 January 2022
- ↑ Estonia faces prospect of an election with only one candidate en (2021-08-28). ციტირების თარიღი: 8 January 2022
- ↑ Tanner, Jari. (2021-08-28) Only one candidate in Estonia presidential election en. ციტირების თარიღი: 8 January 2022
- ↑ Karis: I intend to be a balancer above all, and if necessary, a mediator en (11 October 2021). ციტირების თარიღი: 2022-01-08
- ↑ Karis to visit Latvia, Finland on Thursday en (11 October 2021). ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ Alar Karise esimese välisvisiidi ajakava muutus, kuna Läti riigipea nakatus koroonasse et. ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ President refuses to promulgate a law due to rules of proceedings violation en (8 December 2023). ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ President sends Land Tax amendments to Supreme Court en. ERR (3 January 2024). ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ Riigikohus: valitsus ei tohi piiramatult eelnõusid usaldusküsimusega siduda et (18 April 2024). ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ President Karis decides not to promulgate Estonia's car tax law en (25 June 2024). ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ President promulgates vehicle tax law en (9 August 2024). ციტირების თარიღი: 19 December 2024
- ↑ Eesti Entsüklopeedia 14, p. 142. Tallinn 2000. ISBN 9985-70-064-3 (in Estonian)
- ↑ Virve Karis in memoriam. Estonian University of Life Sciences. ციტირების თარიღი: 3 February 2024
- ↑ First lady Sirje Karis not planning on moving out of Tartu home yet en (2021-09-24). ციტირების თარიღი: 2022-11-30
- ↑ VIDEO | Vaata, kuidas saab Eesti valitud president hakkama venekeelsete küsimustega.
- ↑ Biography.
- ↑ Italian Presidency website,S.E. Alar Karis – Decorato di Gran Cordone – Cavaliere di Gran Croce Ordine al Merito della Repubblica Italiana
- ↑ https://www.quirinale.it/elementi/130225#&gid=1&pid=12/
- ↑ Par apbalvošanu ar Triju Zvaigžņu ordeni - Latvijas Vēstnesis.
- ↑ Awarding the Cross of Recognition during the state visit of His Excellency the President of Latvia to the Republic of Estonia on April 9-11, 2019.
- ↑ President.ee.
- ↑ President.ee.
- ↑ Zelenskyy awards orders to statesmen of partner countries, intl organizations. Interfax-Ukraine.[მკვდარი ბმული]