ალან უოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალან უოკერი
Alan Walker.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 აგვისტო 1997(1997-08-24)[1] (22 წლის)
დაბ. ადგილი ნორთჰემფტონი
საიტი alanwalker.no
ალან უოკერი ვიკისაწყობში

ალან ოლავ უოკერი (ნორვ. Alan Olav Walker; დ. 24 აგვისტო, 1997) — ნორვეგიელი დიჯეი და პროდიუსერი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა 2015 წელს სინგლით „Faded“, რომელმაც მიიღო ბრილიანტის სერთიფიკატი გერმანიაში და პლატინის სერტიფიკატი მსოფლიოს ათ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ჩათვლით. 2018 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Different World. ამავე წელს DJ Mag-ის ასი საუკეთესო დიჯეის სიაში 36-ე ადგილი დაიკავა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალან უოკერი დაიბადა 1997 წლის 24 აგვისტოს, ნორთჰემპტონში, გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისელი ფილიპ ალან უოკერის და ნორვეგიელი ჰილდე ომდალ უოკერის ოჯახში. დაბადებისთანავე მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა (მშობლების წარმოშობის გამო). ორი წლის ასაკში, მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბერგენში, ნორვეგიაში. ჰყავს უფროსი და — კამილია (დაიბადა ინგლისში) და უმცროსი ძმა ანდრეასი (დაიბადა ნორვეგიაში).

ციფრული ტექნოლოგიების ერაში აღზრდილ ალანს გაუჩნდა კომპიუტერებისადმი ინტერესი, რაც შემდგომში გადაიზარდა პროგრამირებით და გრაფიკული დიზაინით გატაცებაში. არასდროს არ მიუღია სპეციალური მუსიკალური განათლება; მუსიკის შექმნა YouTube-ის საშუალებით ისწავლა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012-2015: დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს, როდესაც მუსიკის შექმნით დაინტერესდა, უოკერი უსმენდა იტალიელი დიჯეის — DJ David Whistle-ის (ასევე ცნობილი, როგორც DJ Ness) სიმღერებს, ამიტომ დაუკავშირდა მას ელექტრონული მუსიკის საფუძვლების შესასწავლად. მისი ინსპირაციის წყაროები გახდნენ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები K-391 და Ahrix და ფილმების კომპოზიტორები ჰანს ციმერი და სტივ იაბლონსკი. მუსიკის შექმნა ალანმა თავის ლეპტოპში, პროგრამა FL Studio-ის გამოყენებით დაიწყო, 2012 წლის ივლისში, ფანების დახმარებით. თავისი მუსიკები საკუთარ YouTube-ის არხზე და SoundCloud-ზე გამოაქვეყნა. ცნობილი იყო როგორც DJ Walkzz, სანამ ხმის ჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტს მოაწერდა ხელს და გამოუშვებდა სადებიუტო სინგლს 2014 წელს.

უოკერმა ნაწარმოები „Fade“ 2014 წლის 17 აგვისტოს გამოუშვა. ტრეკი ყურადღების სფეროში მხოლოდ ხელახალი ატვირთვის შემდეგ მოხვდა NoCopyrightSound-ის იუთუბ არხზე, 16 ნოემბერს, რასაც მოჰყვა ტრეკები „Spectre“ და „Force“ 2015 წელს.

ალანმა კონტრაქტი გააფორმა MER Musikk-სა და Sony Music Sweden-თან და 2015 წლის 8 დეკემბერს გამოუშვა თავისი შემდეგი სინგლი — „Faded“ (Fade-ის გადაკეთებული ვერსია), რომლის სოლისტი ნორვეგიელი მომღერალი ისელინ სოლჰაიმი იყო. სინგლმა ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში და შვედეთში წლის დასასარულის საუკეთესო სიმღერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. აგრეთვე გახდა iTunes-ის სიის ლიდერი 33 ქვეყანაში და Spotify-ის მსოფლიო ათეულში შევიდა. ამჟამად იუთუბზე სიმღერის კლიპმა 2,5 მილიარდზე მეტი ნახვა და 16 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა (რითაც იუთუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე მოწონებადი ვიდეოა). ტრეკს რემიქსი გაუკეთეს მუსიკოსებმა: Tiësto-მ, Dash Berlin-მა და Hardwell-მა. მალევე მან გამოუშვა კლიპის „Restrung“ ვერსია, სადაც ელექტრონული მუსიკის ყველა ელემენტი ამოღებულია.

2016: ლაივ დებიუტი, „Sing Me to Sleep“ და „Alone“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანმა სკოლა მიატოვა, რათა გაჰყოლოდა მუსიკალურ კარიერას. 27 თებერვალს გამართა სადებიუტო ლაივ-კონცერტი Winter X Games-ზე ქალაქ ოსლოში, სადაც ისელინ სოლჰაიმთან ერთად 15 ნაწარმოები („Faded“-ის ჩათვლით) შეასრულა. მარტისთვის მას უკვე 30-40 სიმღერა ჰქონდა შექმნილი, თუმცა გლობალური აღიარება მხოლოდ „Faded“-მა მოუტანა. 7 აპრილს უოკერი Echo award-ზე (გერმანია) გაერთიანდა შვედ მომღერალთან, ზარა ლარსონთან, სადაც მათ ერთმანეთის ნაწარმოებები — „Faded“ და „Never Forget You“ — შეასრულეს. ოთხი კვირით ადრე მან დაიკავა პირველი ადგილი NRJ-ის ევროპის საუკეთესო 30-ეულში. მანამდე ამ შედეგისთვის მხოლოდ ერთ ნორვეგიელ მუსიკოსს — Kygo-ს ჰქონდა მიღწეული.

მომდევნო სინგლი „Sing Me To Sleep“ გამოქვეყნდა 3 ივნისს, რომლის სოლისტი ისევ ისელინ სოლჰაიმი იყო. სიმღერა iTunes-ის სიების ლიდერი გახდა 7 ქვეყანაში. ამ ვიდეოს იუთუბზე ხუთას მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

სინგლი „Alone“ გამოუშვეს 2 დეკემბერს, რომლის ვოკალისტი შვედი მომღერალი, Noonie Bao იყო. ვიდეო იუთუბზე მილიარდ ნახვას უახლოვდება. ტრეკი ითვლება „Faded“, „SMTS (Sing Me To Sleep)“ და „Alone“-ის ტრილოგიის დასასრულად.

21 და 22 დეკემბერს უოკერმა თავის მშობლიურ ქალაქში — ბერგენში, USF Verflet-ზე გამართა კონცერტი სახელწოდებით „Alan Walker Is Heading Home“ (ალან უოკერი სახლში ბრუნდება), სადაც მან შეასრულა თექვსმეტი სიმღერა ანჯელინა ჯორდანთან, მარიუს სამუელსენთან, ალექსანდრა როტანთან და ტოვე სტირკესთან (მომღერლებთან) ერთად.

კონცერტი პირდაპირ ეთერში გადიოდა იუთუბ არხზე. ამ კონცერტზე მან რამდენიმე მანამდე უცნობი სიმღერა წარადგინა (არაოფიციალურად; „Sing Me To Sleep“-ის „Restrung“ ვერსია, „Sky“ და „Heading Home“). მან წარადგინა, აგრეთვე, „Spectre“-ს გადაკეთებული ვერსია „The Spectre“.

2017: „Tired“, „The Spectre“ და „All Falls Down“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის დასაწყისში, უოკერის YouTube არხი ყველაზე მეტი გამოწერის მქონე არხი გახდა ნორვეგიაში მას შემდეგ, რაც დაახლოებით 4,5 მილიონს გადასცდა. აგრეთვე, ნორვეგიის იუთუბერებს შორის ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა (2018 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით 3,4 მილიარდი).

7 აპრილს უოკერმა გამოუშვა სიმღერა „Ignite“-ის ინსტრუმენტალური („Restrung“) ვერსია, რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ნორვეგიელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა და სიმღერების შემსრულებელმა K-391-მ.

19 მაისს უოკერმა გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა კაცი ვოკალისტის, ირლანდიელი გავინ ჯეიმსის შესრულებით, სახელწოდებით „Tired“. უოკერის თქმით სიმღერა კიდევ ერთ განზომილებას მატებს მის ნაწარმოებებს.

9 ივნისს, ალანმა დეინ ალექს სკრინდინოსთან თანამშრომლობით გამოსცა კომპოზიცია „Sky“.

15 სექტემბერს გამოუშვა „The Spectre“-ის ოფიციალური კლიპი, განახლებული ვერსია, რომელიც 2015 წლის მისი სინგლის — „Spectre“-ს ვოკალით გამოვიდა. სინგლის მუსიკალურ ვიდეომასალაში მოცემულია მისი კონცერტების კადრები მოცეკვავეთა გუნდთან ერთად, თეთრ კომბინიზონებში და შავ ჩაფხუტებში. ამჟამად ვიდეოს 640 მილიონი ნახვა აქვს.

27 ოქტომბერს უოკერმა გამოუშვა სიმღერა „All Falls Down“, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკელი მომღერალი ნოა საირუსი და ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი Digital Farm Animals. ვიდეოს სიუჟეტი „Tired“-ის გაგრძელებაა.

2018: Different World[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს მაიამის Ultra Music Festival-ზე უოკერი ჰოლანდიელ დიჯეი არმინ ვან ბიურენთან ერთად გამოვიდა, სადაც მათ წარმოადგინეს კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ახალი სინგლი — „Slow Lane“. მიუხედავად ამისა, ტრეკი ოფიციალურად არ გამოსულა.

აპრილში ალანი გამოვიდა Coachella-ზე, კალიფორნიაში.

11 მაისს უოკერმა და კენეთ უილსონმა მომღერალ ჯული ბერგანთან და სამხრეთ კორეელ სეუნგრისთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ახალ ტრეკში — „Ignite“ (სიმღერის ოფიციალური ვერსია), რომელიც 12 მაისს აიტვირთა K-391-ის იუთუბ არხზე. 27 ივლისს გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი, „Darkside“, სადაც მონაწილეობდნენ Au/Ra იბიცადან და ნორვეგიელი მომღერალი ტომინე ჰარკე. 21 აგვისტოს მან ხელახლა გამოუშვა თავისი ვიდეო ბლოგების სერია — „Unmasked“, სადაც იგი კონცერტების კადრებს მიღმა დარჩენილ ამბებზე და პირად ცხოვრებაზე ჰყვება. 28 აგვისტოს სოფია სომაჯოსთან ერთად გამოუშვა სინგლი „Dkiamond Heart“. 30 აგვისტოს EXO-ს წევრ ლეისთნ ერთად კი — „Sheep“-ის რემიქსი. 30 ნოემბერს გამოუშვა ახალი სინგლი, Different World, თავისი სადებიუტო ალბომიდან იგივე სახელწოდებით. ალბომი 14 დეკემბერს გამოვიდა. მოიცავს ახალ სიმღერებს: „Lost Control“ (მონაწილეობს Sorana), „I Don't Wanna Go“ (ჯულია ბერგენი), „Lily (K-391), „Lonely“ (სტივ აოკი) „Do It All For You“ (ტრევორ გუტრიე).

2019: „Are You Lonely“, „On My Way“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

22 თებერვალს გამოუშვა სინგლი „Are You Lonely“ ამერიკელ დიჯეი სტივ აოკთან ერთად. ეს სიმღერა „Lonely“-ის რემიქსია სადებიუტო ალბომიდან. 21 მარტს უოკერმა გამოუშვა სინგლი „On My Way“ Sabrina Carpenter-სა და Farruko-სთან ერთად, რომელიც ცნობილი ვიდეოთამაშის — PUBG Mobile-ის საუნდტრეკი გახდა.

სასცენო შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობის დასაწყისში უოკერი ცნობილი იყო როგორც DJ Walkzz ან Walkzz, მაგრამ შემდგომში მისი სასცენო სახელი „ალან უოკერი“ გახდა. თავისი ლოგო თვითონვე შექმნა 2013 წელს. იგი მოიცავს სახელის ინიციალებს (A — ალანი, W — უოკერი). კონცერტზე გამოსვლისას ან ინტერვიუების დროს თითქმის მუდმივად ახურავს შავი კაპიუშონი თავისი ლოგოთი და ნიღაბი ან პირბადე, რომელიც ნახევარ სახეს უფარავს. NRK-ს მიერ აღებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ალანი განმარტავს:

ვიკიციტატა
„უოკერების ნიღაბი უოკერების საზოგადოების, ჩემი ფანების ერთიანობისა და მსგავსების სიმბოლოა და არა ჩემი უნიკალურობის.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dutch Top 40