შინაარსზე გადასვლა

ალან ტიურინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალან ტიურინგი
ინგლ. Alan Mathison Turing
დაბ. თარიღი 23 ივნისი, 1912(1912-06-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი მეიდა-ვეილი[14]
გარდ. თარიღი 7 ივნისი, 1954(1954-06-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (41 წლის)
გარდ. ადგილი უილმსლოუ[1]
დასაფლავებულია უოკინგის კრემატორიუმი[15] [6] [16]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ინფორმატიკოსი[17] და კრიპტოგრაფი
მუშაობის ადგილი მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი[1] , სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრი[1] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[4] და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფიზიკის ლაბორატორია
ალმა-მატერი სამეფო კოლეჯი[1] , პრინსტონის უნივერსიტეტი, შერბორნის სკოლა[1] და ჰეზლჰერსტის სათემო დაწყებითი სკოლა[4]
განთქმული მოსწავლეები რობინ განდი
პარტნიორ(ებ)ი კრისტოფერ მორკომი[4]
მამა ჯულიუს მეთისონ ტურინგი[1]
დედა ეთელ სარა სტოუნი[1]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[15] [4] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი[18] და სმითის პრემია
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი turingarchive.org

ალან მეთისონ ტიურინგი (ინგლ. Alan Mathison Turing; დ. 23 ივნისი, 1912, უესტმინსტერი — გ. 7 ივნისი, 1954) — ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე. კომპიუტერული მეცნიერების შექმნა და ჩამოყალიბება, ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაცია, გამოთვლები ტიურინგის მანქანით და თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი - ეს არის ალან ტიურინგის ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტიურინგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიკურ ცენტრში (Government Code and Cypher School at Bletchley Park). ამ დროისათვის იგი ხელმძღვანელობდა განყოფილება Hut 8-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გერმანული წყალქვეშა ნავების შიფროგრამების ანალიზზე. შეიმუშავა ამ შიფროგრამების კრიპტოანალიზის რიგი აპარატული საშუალებები, მათ შორის ე.წ. Bombe, ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო გერმანული შიფრაციის აპარატის ენიგმას შიფრაციის პარამეტრების გამოთვლა. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც შექმნა თანამედროვე კომპიუტერის პირველი პროტოტიპის (ACE) არქიტექტურული დიზაინი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ტიურინგი დაინტერესდა მათემატიკური ბიოლოგიით. დაწერა ნაშრომი მორფოგენეზისის ქიმიურ საწყისებზე, და იწინასწარმეტყველა ცვალებადი ქიმიური რეაქციების არსებობა (მაგ. ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქცია, რომელიც პირველად აღწერილ იქნა 1960-იან წლებში).

  • ალან ტიურინგის სახელობისაა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია ინფორმატიკის დარგში, რომელიც გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციამ დააწესა 1966 წელს
  • ტიურინგის სახელი დაერქვა № 10204 ასტეროიდს
  • 2001 წელს მანჩესტერში დაიდგა ალან ტიურინგის ძეგლი
  • 2002 წელს ტიურინგი შევიდა სიაში - „100 უდიდესი ბრიტანელი ისტორიაში“
  • GeForce 20 სერიის ვიდეოდაფებმა მიიღეს დასახელება „ტიურინგი“
  • ინგლისის ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლისთვის 50 ფუნტის ნომინალის ბანკნოტის უკანა მხარეზე ტიურინგის პორტრეტის დატანის შესახებ. 2022 წელს კი სამეფო ზარაფხანამ გამოუშვა სხვადასხვა სახის (ჩვეულებრივი, ვერცხლის და ოქროს) მონეტები ტიურინგის ხსოვნის აღსანიშნავად

ლიტერატურასა და ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2014 წელს გამოვიდა ამერიკული ისტორიული ფილმი „იმიტაციის თამაში“, რომელიც ასახავს ტიურინგის მოღვაწეობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმში ალან ტიურინგის როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს.
  • ტიურინგი ამერიკელი ფანტასტი მწერლის, ნილ სტივენსონის რომანის - „კრიპტონომიკონის“ (1999) ისტორიული ხაზის მთავარი პერსონაჟია
  • 2014 წელს ონლაინ ჟურნალმა „Tor.com“ ინტერნეტში გამოაქვეყნა ალან ტიურინგის ბიოგრაფია „იმიტაციის თამაში“ (ავტორები ჯიმ ოტავიანი და ლელანდ პერვისი). უფრო სრულყოფილი ვერსიით, 2016 წელს წიგნი დაიბეჭდა.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Hodges A. Alan Turing (Unwin paperbacks 2015)Unwin Paperbacks, 1985. — ISBN 978-0-04-510060-6
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Lundy D. R. The Peerage
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Internet Philosophy Ontology project
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. http://www.telegraph.co.uk/technology/news/9314910/Britain-still-owes-Alan-Turing-a-debt.html
  15. 15.0 15.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  16. Find a Grave — 1996.
  17. http://www.smh.com.au/nsw/morning-express/morning-express-tuesday-june-10-20140609-39tl6.html
  18. The London Gazette 37617 — 1946. — გამ. 37617. — გვ. 3124.