ალან პინკერტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალან პინკერტონი

ალან პინკერტონი (ინგლ. Allan Pinkerton; დ. 25 აგვისტო, 1819 — გ. 1 ივლისი, 1884) — შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელი დეტექტივი და ჯაშუში, ცნობილი როგორც „ალან პინკერტონის დეტექტიური სააგენტოს“ დამფუძნებელი.

პინკერტონის სააგენტოს დაფუძნების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პინკერტონი დაიბადა გლაზგოში, პოლიციის სერჟანტის ოჯახში, სადაც შეისწავლა კუპერის პროფესია და 1842 წელს აშშ-ში გადასახლდა. ქალაქ დანდიში (ჩიკაგოს მახლობლად) დასახლებისას მან გახსნა კუპერული მაღაზია. ერთხელ ის გადაეყარა ყალბი ფულის მჭრელებს, რომლებიც თვითონვე დაიჭირა. ასეთივე საქმეების გამო 1846 წელს იგი აირჩიეს დანდის შერიფად. მისმა სააგენტომ მალევე გაითქვა სახელი ბალტიმორში პრეზიდენტ ლინკოლნზე ტერატის გაუნებელყოფის შემდეგ და Adams Express-იდან მოპარული 700 000 დოლარის დაბრუნებით.

პინკერტონის კრიმინალისტური გამოგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგენტომ პირველმა შეომიღო კრიმინალური ელემენტების ფოტოსურათების და დეტალური აღწერილობის გამოყენება. ფურცლები, რომლებზეც აღწერილობა იყო ჩაწერილი ვრცელდებოდა აშშ-ის ქალაქებში, ხოლო ფოტოსურათებთან ერთად ვრცელდებოდა ჯილდოს დაპირებაც.

პინკერტონის სააგენტო თანამედროვე ხანაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს პინკერტონის სააგენტო ეკუთვნის შვედურ ფირმას Securitas AB.

ალან პინკერტონი ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალან პინკერტონი გახდა ცნობილი პერსონაჟის „დეტექტივთა მეფის“ ნატ პინკერტონის პროტოტიპი, წიგნები, რომელზეც ისტორიაში შევიდნენ როგორც „პინკერტოვნობა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: