ალამიტოს კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალამიტოს კულტურის მონოლითური სკულპტურა

ალამიტოს კულტურა — არქეოლოგიური კულტურა არგენტინაში, არსებობდა ძვ. წ. 400 – ახ. წ. 650 წლებს შორის კატამარკის პროვინციის ტერიტორიაზე.

კარგად განვითარებული კავშირები აქვს კონდორუასის კულტურასთან, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ალამიტოს კულტურაზე.

ეკონომიკა დამყარებული იყო სოფლის მეურნეობაზე, ამრავლებდნენ ლამებს.

ალამიტოს კულტურას ეკუთვნის ქვის მონოლითური, რელიგიური დანიშნულების, სკულპტურები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]