ალათაური ჯიში
იერსახე
| წარმოშობის ქვეყანა | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| გავრცელება | ||||||||||||||||
| დამტკიცებულია | 1950 | |||||||||||||||
| გამოყენება | სარძეო-სახორცე | |||||||||||||||
| ||||||||||||||||
| მსხვილი რქოსანი საქონელი (Bos taurus) | ||||||||||||||||
ალათაური ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია ყირგიზეთსა და ყაზახეთში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით შვიცურ და კოსტრომულ საქონელთან. ჯიში დამტკიცებულია 1950 წელს. აქვს მაგარი კონსტიტუცია და მკვრივი სხეული. ცოცხალი მასაა: კუროსი — 700-800 კგ, ფურისა — 500-550 კგ. იწველის — 4000-5000 კგ (სარეკორდო მონაწველი — 10222 კგ). რძის საშუალო ცხიმიანობაა 3,8-3,9%. ალათაური ჯიში შეგუეულია მაღალმთიანეთის პირობებს. გავრცელებულია ყირგიზეთში, ყაზახეთში და ზოგიერთი სხვა რესპუბლიკის მთიან რაიონებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 263.