აკტი გონიური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„აკტი გონიური“1832 წლის ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულების წესდება. შეადგინა ფილადელფოს კიკნაძემ. წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმები, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვა. „აკტი გონიურში“ გამოყენებულია ე. წ. „მასონური ლოჟებისა“ და ლიბერალურ-განმანათლებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანალოგიური წესდებანი. დედანი დაცულია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1—2, თბ., 1935-1970;
  • გოზალიშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 256, თბ., 1975