აკოფ აკოფიანი (მხატვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკოფ აკოფიანი
დაიბადა 24 მაისი, 1923
დაბადების ადგილი ალექსანდრია
გარდაიცვალა 8 მარტი, 2013 (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
ეროვნება სომეხი
ცნობილი ნამუშევრები ბაღი რიფსიმეს ახლოს: ეჩმიაძინი

აკოფ აკოფიანი (სომხ. Հակոբ Հակոբյան; დ. 24 მაისი, 1923 — გ. 8 მარტი, 2013) — სომეხი მხატვარი. სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1988 წლიდან.

დაიბადა 1923 წლის 24 მაისს ალექსანდრიაში (ეგვიპტე), სადაც გადავიდა ოჯახი 1915 წელს გენოციდისაგან თავის დასაღწევად. 9 წლის ასაკში აკოფი მშობლებმა გაგზავნეს სასწავლებლად სომხურ სკოლაში კვიპროსში.

1941 წელს იგი დაბრუნდა ალექსანდრიაში და მოეწყო საფეიქრო ფაბრიკაში. სამი წლის შემდეგ გადავიდა კაიროში, დაიწყო მუშაობა დიზაინერად და მოეწყო კაიროს უმაღლეს სამეფო სამხატვრო აკადემიაში (დაამთავრა 1947 წელს). 1952 წელს გაემგზავრა სასწავლებლად პარიზში, სადაც დაამთავრა გრან-შომერის აკადემია. 1961 წელს აკოფიანი საცხოვრებლად გადავიდა თავის სამშობლოში - სომხეთში. 1962 წლიდან ცხოვრობდა ლენინაკანში. დაკავებული იყო საზოგადოებრივი მოღვაწეობით, 1967 წლიდან აირჩიეს სომხეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

გარდაიცვალა 2013 წლის 8 მარტს. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]