აკნა
იერსახე
| აკნა | |
|---|---|
| კოორდინატები: 40°16′34″ ჩ. გ. 44°55′29″ ა. გ. / 40.27611° ჩ. გ. 44.92472° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 3030 მ |
| ფართობი | 0,5 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 15 მ |
აკნა (სომხ. Ակնա) — მთის ტბა სომხეთში, კოტაიქის პროვინციაში.[1] მდებარეობს გეღამის ქედზე, ვულკან ლჭაინის კრატერში, ზღვის დონიდან 3030 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,5 კმ², მოცულობა 2500 ათ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 15 მ. საზრდოობს მხოლოდ წვიმის წყლით. ზამთარში ყინულით იფარება. ტბის სიახლოვეს ალპური მდელოებია.