აკიფ ალიზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკიფ ალიზადე
Akif Ağamehdi oğlu Əlizadə
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1934 (88 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ალმა-მატერი აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, დიდების ორდენი, ღირსების ორდენი, Q98539770?, Q110548724?, Honored Scientist of Azerbaijan, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი
ხელმოწერა

აკიფ ალიზადე (აკიფ აღამეჰდი ოღლუ ალიზადე; აზერ. Akif Ağamehdi oğlu Əlizadə; დ. 25 თებერვალი, 1934) — აზერბაიჯანელი გეოლოგი. გეოლოგიურ და მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი (2013 წლის 25 აპრილი - 2019 წლის 22 ოქტომბერი)[1]. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული ცოდნის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიფ ალიზადე დაიბადა 1934 წლის 25 თებერვალს. მისი ოჯახი ასოცირდება არაერთ გამოჩენილ პოლიტიკურ ფიგურასთან. მისი მშობლები აღამეჰდი და აფშახანუმი ცნობილი ექიმები იყვნენ.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის უნივერსიტეტში ჩააბარა. 1957 წელს მან დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გეოლოგიის ინსტიტუტში. ინსტიტუტი გახდა მისი საქმიანობის მუდმივი ადგილი. 1980 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის კორესპონდენტ წევრად, 1989 წელს კი აკადემიის სრულუფლებიან წევრად. ის იყო აკადემიის პრეზიდენტი 2013 წლიდან 2019 წლამდე[1].

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა აზერბაიჯანის ცარცული საბადოების სტრატიგრაფიული სქემა, გაანალიზებული და შეჯამებულია ვრცელი პალეონტოლოგიური და სტრატიგრაფიული მასალა, რომელიც ასახავს თანამედროვე იდეებს გეოლოგიური პროცესების, დანალექიანი, ვულკანოგენურ-დანალექიანი წარმონაქმნების შესახებ. ასევე ცარცული პერიოდის ფაუნის გავრცელებისა და განვითარების შესახებ.

აკიფ ალიზადემ ჩაატარა ფუნდამენტური კვლევა კავკასიის ცარცული აუზების ბიოგეოქიმიური ზონირების მეთოდების შემუშავებისა და პალეობაზების გეოქიმიური გარემოს, როგორც ევოლუციის ფაქტორის შესწავლის შესახებ.

აკადემიკოსი აკიფ ალიზადე მუშაობს რეგიონული გეოლოგიის, ტექტონიკის, მადნის გეოლოგიის და ჰიდროგეოლოგიის საკითხებზე. ბოლო წლებში მისი ყურადღება გამახვილებულია გეოეკოლოგიაზე - ახალ სამეცნიერო მიმართულებაზე, რომელიც პრიორიტეტად იქცა ინსტიტუტის საქმიანობაში.

ცარცული საბადოების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის შესახებ ნაშრომების სერიისთვის (ავტორთა ჯგუფთან ერთად) აკადემიკოს ალიზადეს 1991 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.

ჯილდოები და ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღირსების სამკერდე ორდენი (1986)
  • აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1989)
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერის დამსახურებული მოღვაწე (1991)
  • „დიდების“ ორდენი (2004)
  • „ღირსების“ ორდენი (2008)
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ორდენი (2014)
  • პირველი ხარისხის „შრომის“ ორდენი (2019)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Əlizadə Akif Ağa Mehdi oğlu - ინფორმაცია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიტზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]