აკილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკილი
მშობ. სახელი: ინგლ. Achill Island
ირლ. Acaill, Oileán Acla
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 53°57′32″ ჩ. გ. 10°02′20″ დ. გ. / 53.95889° ჩ. გ. 10.03889° დ. გ. / 53.95889; -10.03889
ფართობი 148 კმ²
სანაპიროს სიგრძე 128 კმ
უმაღლესი წერტილი 688 მ
კრუხანი
ირლანდია
პროვინცია კონაქტი
საგრაფო მეიო
დემოგრაფია
მოსახლეობა 2569 (2011)
სიმჭიდროვე 17,3 /კმ²
ირლანდიის უდიდესი კუნძული
აკილი — ატლანტის ოკეანე
აკილი

აკილი (ინგლ. Achill Island; ირლ. Acaill, Oileán Acla) — უდიდესი კუნძული ირლანდიის სანაპირო ზოლში. მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. მისი მოსახლეობა შეადგენს 2569[1] ადამიანს (2011), ხოლო ფართობი არის 148 კმ². აკილი კუნძულ ირლანდიასთან დაკავშირებულია მაიკლ დეივიტის ხიდით. პირველად ხიდი აიგო 1887 წელს, 1949 წელს იგი ახალმა ნაგებობამ ჩაანაცვლა, ხოლო დღეს არსებული ხიდი 2008 წელს აიგო. კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტებია: აკილ-საუნდი, დუახი, დუნივერი და დუეგა.

მიჩნეულია, რომ აკილზე პირველი დასახლებები, დაახლოებით, ძვ. წ. 3000 წელს გაჩნდა. ირლანდიის დიდ შიმშილობამდე მოსახლეობის რაოდენობა 6000 ადამიანს აღწევდა.

კუნძულის 87 % ტორფიანი ჭაობითაა დაფარული. აქ მდებარეობს გელური ფეხბურთის ერთი მოედანი და ორი სკოლა.

აკილის 600-მდე მოსახლისთვის მშობლიური ენა ირლანდიურია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]