შინაარსზე გადასვლა

აკიკო სეკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკიკო სეკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1899(1899-09-08)
დაბ. ადგილი ტოკიო
გარდ. თარიღი 2 მაისი, 1973(1973-05-02)[1] (73 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო
აკიკო სეკი ვიკისაწყობში

აკიკო სეკი (დ. 8 სექტემბერი, 1899, ტოკიო — გ. 2 მაისი, 1973, იქვე) — იაპონელი მომღერალი (სოპრანო), საგუნდო დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე.

1921 დაამთავრა ტოკიოს კონსერვატორია. 1948 დააარსა ტოკიოს ცენტრალური გუნდი „იაპონიის მომღერალი ხმები“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ანტიმილიტარისტულ მასობრივ თვითმოქმედ საგუნდო ხელოვნებას. სეკი საბჭოური სიმღერის დიდი პოპულარიზატორია იაპონიაში. 1964 ცენტრალურ გუნდთან ერთად გასტროლები გამართა სსრკ-ში. იყო „იაპონია-სსრკ მეგობრობის ასოციაციის“ თავმჯდომარე. საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" (1955).

  1. ↑ Сэки Акико // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.