შინაარსზე გადასვლა

აკვედუკების პარკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკვედუკების პარკი

აკვედუკების პარკი (იტალ. Parco degli Acquedotti) -  საჯარო პარკი რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ითვლება იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავ ღირსშესანიშნაობად, რომელსაც ესაზღვრება ვია აპიასას და ვია ტუსკოლანას ტერიტორიები. პარკი დაახლოებით 240 ჰექტრის ფართობისაა და მისი ატმოსფერო თითქოს დროშია გაყინული. ტურიტების თქმით, აქ სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩამავალი მზის ვარდისფერ შუქზე, როდესაც აკვედუკების შთამბეჭდავი თაღები სინათლეს ირეკლავენ.

პარკის ნაწილი

მდიდარი ისტორიის მქონე აკვედუკების პარკი იყო რომის წყლის არხთა შეერთების მთავარი წერტილი. სწორედ აქედან მარაგდებოდა რომის დიდი ვილები, აბანოები და შადრევნები.  ეს ნაგებობები იმდენად მდგრადი იყო, რომ ბევრი დღემდეც კი შემორჩა მცირე დაზიანებით.

პარკის პეიზაჟებმა მოხიბლა დიდი მხატვრები და მწერლები. რომანტიზმის ეპოქაში ახალგაზრდა არისტოკრატებმა აკვედუკების პარკში ჩაატარეს დიდი ტური. ისინი თვლიდნენ, რომ აქ მოგზაურობა ცხოვრების სასწავლად იყო საჭირო და მისი უძველესი თაღები საკუთარ ისტორიას მოუთხრობდა მნახველებს.

სამწუხაროდ, ეს ტერიტორია მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული და 50-იანი წლებიდან  ბევრისთვის თავშესაფრად იქცა. აქ ააშენეს როგორც ქოხები, ასევე პატარა სასადილოებიც. 70-იან წლებში უნებართვოდ აგებული სახლები დაანგრიეს და შრომატევადი სამუშაოებისა და გამწვანების შემდეგ ადგილი ოფიციალურად პარკი გახდა.

ტერიტორიაზე არის შვიდი აკვედუკი: „Anio Vetus“, „Anio Novus“, „Aqua Marcia“, „Aqua Tepula“, „Aqua Julia“, „Aqua Claudia“ და ჯერ კიდევ მოქმედი „Aqua Felix“, აშენებული 1585 წელს პაპი სიქსტუს V-ის დაკვეთით. გარდა ამ ნაგებობებისა, პარკში შემორჩენილია  „Villa delle Vignacce“-ს, ანუ „ვენახების ვილის[1]“ ნაწილიც.

ძვ. წ. 272-დან 269 წლამდე აშენებული ეს ნაგებობა დაახლოებით 64 კილომეტრის სიგრძის იყო და დღეში 180 ათასი კუბური მეტრი წყალი გადაჰქონდა მიწისქვეშა არხით. აკვედუკი რომში სიძველით მეორე ადგილზეა.

ეს აკვედუკი ყველაზე გრძელია: 91 კილომეტრის ფართობისაა და 190 ათასი კუბური მეტრი წყალი გადაჰქონდა დღეში. ის ახ. წ. 144 წელს ააშენა პრეტორ კვინტო მარკიომ. “aqua Marcia” იყო პირველი აკვედუკი, რომელსაც ჰქონდა თაღოვანი სისტემა.

“Aqua julia” ააშენა აგრიპამ ძვ. წ. 33 წელს. ისიც, სხვების მსგავსად, მიწისქვეშა სტრუქტურით ხასიათდება. აკვედუკი ძალიან დაზიანებულია, რადგან ის დაშალეს და მასალა სხვა ნაგებობაში გამოიყენეს.

ამ ორი აკვედუკის მშენებლობა იმპერატორმა კალიგულამ ახ. წ. 38 წელს დაიწყო და დაასრულა კლავდიუსმა ახ. წ. 52 წელს, რა დროსაც რომს უკვე ჰყავდა 1 მილიონზე მეტი მოსახლე და შესაბამისად ჰქონდა წყლის დიდი მოთხოვნილება. ყველა კერძო თუ საჯარო შენობას სჭირდებოდა წყლით მომარაგება. პარკის გავლით, ორი წყლის მილი მდინარეს უერთდება და გადახურულია თაღოვანი სტრუქტურით.

ააშენა პაპმა სიქსტუს V-ემ, 1585 წელს. ეს აკვედუკი დღესაც ფუნქციონირებადია.

„ვენახების ვილა“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი  რომაული ვილა, აგებული II საუკუნიდან  IV საუკუნემდე. მშენებლობა დაიწყო კვინტო სერვილიო პუდენტემ, მდიდარმა ქვის მასალის მწარმოებელმა ადრიანეს ეპოქიდან (ახ. წ. 117-138 წწ.). ამ თეორიას ამტკიცებს წარწერები ყალიბებსა და მილებზე, რომლებიც ვილაშია გაყვანილი და უერთდება ორ არხს. მე-18 საუკუნეში ითვლებოდა, რომ ვილის ნანგრევები რომის მსგავს, უძველეს ქალაქს ეკუთვნოდა.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სემ მაქვეინი "The Villa delle Vignacce at Rome, Italy" დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine.
სტატია „აკვედუკების პარკი“ შეიქმნა
„ვიკიმედია საქართველოს“ კონკურსის „რომის კვირეულის“ ფარგლებში.