შინაარსზე გადასვლა

აკვა-იულია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომავეკიას მიდამოებში, ვია ლემონიას გასწვრივ, შემორჩენილია აკვა-მარციას (ძვ. წ. 140 წ.) ქვის თაღები და არხი, რომლებზედაც განლაგებულია აკვა-იულიას (ძვ. წ. 125 წ.) აგურის კონსტრუქციები და აკვა-ტეპულას (ძვ. წ. 33 წ.) მცირე აგურის ნაშთები.
აკვა-იულიას გზა.

აკვა-იულია (იტალ. Aqua Iulia) — რომის აკვედუკი, რომელიც აგრიპას მიერ ავგუსტუსის მმართველობის დროს ძვ. წ. 33 წელს აიგო.[1][2][3][4] აკვედუკის მშენებლობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, სამუშაოები ძვ. წ. 40 წელს დაიწყო.[5] აკვედუკის სიგრძე იყო 23 კილომეტრი[6], ხოლო მისი დღიური დინება 48,200 კუბურ მეტრს შეადგენდა[6][1].

აკვედუკი ავგუსტუსმა მისი დასრულებიდან რამდენიმე წელიწადშივე შეაკეთა[2], წარწერაში მითითებულია, რომ სარემონტო სამუშაოები ძვ. წ. 5 წელს განხორციელდა.[3] დამატებითი რემონტი ახ. წ. 79 წელს ტიტუსმა ჩაატარა[3][7], ხოლო II საუკუნეში, დაახლოებით ახ. წ. 196 წელს, იგი ჩრდილოეთით, ვიმინალის კარამდე გააფართოვეს[2][7]. შემდგომში, სევერთა დინასტიის მმართველობის პერიოდში, აკვედუკმა კვლავ მნიშვნელოვანი რემონტი გაიარა, რომელიც ახ. წ. 196 წელს სევერუსმა და ახ. წ. 212 წელს კარაკალამ განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი რემონტების ნაშთები აღმოჩენილა, მათი ზუსტი დათარიღება ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის.[2]

მარშრუტი რომის საზღვრებში.
ტერმინუსი მდებარეობდა Lacus Orphei-ში, ესკვილინის ბორცვზე (იხ. როდოლფო ლანჩიანის რუკა №24, 1901 წ.).
აკვა-მარციას ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფრონტინე ამტკიცებდა, რომ წყლის წყაროები მდებარეობდნენ ვია ლატინას მეთორმეტე მილის მარჯვნივ, ორი მილის დაშორებით,[4] აკვა-იულიას წყარო რეალურად მდებარეობს დაახლოებით ნახევარი მილის მანძილზე გროტაფერატას სააბატოს ჩრდილოეთით.[4] იმ ადგილებთან ახლოს, საიდანაც აკვა-ტეპულას აკვედუკი იკვებებოდა.

ტეპულას წყაროებთან სიახლოვის გამო, ამ ორი აკვედუკის მიმდინარეობა გაერთიანდა და შემდეგ ერთად გაგრძელდა მიწისქვეშეთიდან (ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დაუდგენელია). აქედან აკვედუკები კვლავ გამოეყო ერთმანეთს და ზედაპირზე გაგრძელდა მათი მიმდინარეობა. დაახლოებით 9.6 კილომეტრის მანძილზე ისინი იყენებდნენ აკვა-მარციას აკვედუკისთვის აგებულ თაღებს, რომლებიც გადაკეთებული იყო ამ დამატებითი აკვედუკების დასაჭერად. ამ სამმაგი არხის კონსტრუქცია დღემდე ჩანს შემორჩენილ თაღებზე, სადაც ყველაზე ზევით აკვა-ტეპულას არხი მდებარეობს. ისინი ქალაქს აღწევდნენ ად სპემ ვეტერემთან, მაჯორეს კარიბჭის მახლობლად.

აქედან აკვედუკები ავრელიანეს კედლებს მიჰყვებოდნენ და ტიბურტინას გზას თაღის ქვეშ კვეთდნენ – ეს თაღი მოგვიანებით ტიბურტინის კრიბჭე გახდა. შემდეგ მარშრუტი ისევ მიწისქვეშეთში გაგრძელდა, გაიარა ვიმინალის კარი (სადაც დღეს ტერმინის სადგური მდებარეობს) და დასრულდა კოლინის კარიბჭის მახლობლად. აქ მდებარეობდა მთავარი გამანაწილებელი კასტელუმი. სავარაუდოდ, ის ამარაგებდა Lacus Orphie-ს (ორფეოსის ნიმფეუმი), როგორც ეს როდოლფო ლანჩიანის რუკაზეა ნაჩვენები. 17 კასტელუმ დივიზორუმის (გამანაწილებელი წყალსაცავების) საშუალებით, აკვა-იულიამ აკვა-ტეპულასთან ერთად უზრუნველყო წყლით:ცელიის ბორცვი,ესკვილინის კარიბჭე,ვიმინალის კარიბჭე,კვირინალის სასახლე,კაპიტოლიუმის ბორცვი,პალატინის ბორცვი და მცირე ავენტინის ბორცვი. ასევე ფორუმების რაიონი.[8]

ავგუსტუსის მიერ ძვ. წ. 11-4 წლებში განხორციელებული პირველი რემონტის შემდეგ, დამატებითი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა კარაკალას მიერ, ხოლო შემდეგ ალექსანდრე სევერუსის მიერ.

ფრონტინე აღნიშნავს, რომ აკვა-კლაუდიას აშენებამდე, მარცია და იულია ამარაგებდნენ ცელიუსს და ავენტინის ბორცვებს[9]. ფრონტინეს ეპოქაში, მარციას აკვედუკის ერთი მონაკვეთი სპეს ვეტუსთან (Spes Vetus) გადაუყვანიათ და ის ცელიუსის ბორცვის წყალსაცავებს მიაწოდებდა.

ნიმფეუმ ალექსანდრი.

პიაცა გუგლიელმო პეპეს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია რამდენიმე თაღი, რაც მიგვანიშნებს, რომ აქ გადიოდა აკვედუკის განშტოება ნიმფეუმ ალექსანდრისკენ. ამ განშტოების აკვა-იულიასთან დაკავშირება დამოკიდებულია სპეკუსის (არხის) მდებარეობაზე.

  1. 1.0 1.1 Aicher, Peter J. (1995). Guide to the Aqueducts of Ancient Rome. Wauconda, Il: Bolchazy-Carducci Publishers, Inc., გვ. 38–39. ISBN 0-86516-271-9. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Platner, Samuel Ball; Ashby, Thomas, eds. (1929). „Aqua Appia“. A Topographical Dictionary of Ancient Rome. Oxford: Oxford University Press.
  3. 3.0 3.1 3.2 Evans, Harry B. (1982). „Agrippa's water plan“. American Journal of Archaeology. 86 (3). doi:10.2307/504429.
  4. 4.0 4.1 4.2 Hodge, Trevor A.. Roman Aqueducts & Water Supply. 61 Frith Street, London WlD 3JL: Gerald Duckworth & Co. Ltd.. ISBN 0-7156-3171-3. 
  5. Middleton, John Henry (1892). The remains of ancient Rome, გვ. 341. 
  6. 6.0 6.1 Smith, William; Wayte, William; Marindin, G. D., eds. (1890). „Aquaeductus“. A Dictionary of Greek and Roman Antiquities. 1. Albemarie St.: John Murray.
  7. 7.0 7.1 Van Deman, E. Boise (1934). The building of the Roman aqueducts. Washington, D.C: Carnegie Institution of Washington. 
  8. Frontinus, de aq. 2.82
  9. Frontinus ii.76, 87