შინაარსზე გადასვლა

აკვა-აპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპიუსის წყალსადენი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
Map

აპიუსის წყალსადენი, ცნობილი როგორც აკვა-აპია (ლათ. Aqua Appia) — უძველესი წყალსადენი რომში, რომელიც ქალაქს უზრუნველყოფდა სასმელი წყლით. აშენებულია ძვ. წ. 312 წელს, კაიუს პლაუტიუს ვენოქსისა და აპიუს კლავდიუს ცეკუსის მიერ.

აპიუსის წყალსადენი

ქალაქის აშენების შემდეგ, რომაელები იყენებდნენ ტიბრის წყლებს წყაროებიდან და ჭებიდან. ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს, როდესაც ქალაქი პირველი სამნიტური ბრძოლის შემდეგ განვითარებასა და ძლევამოსილების ზენიტში იყო, ეს მეთოდები გამოუსადეგარი გახდა. შესაძლოა, ეს იმ წყლის უვარგისობის გამოც ყოფილიყო, რომელიც ძირითადად ტიბრიდან მოდიოდა და ქალაქის განვითარებასთან ერთად ხარისხი უვარგისდებოდა. ძვ. წ. 312 წელს მარკუს ვალერიუს მაქსიმუს კორვინუსისა და პუბლიუს დეციუს მუსის შეთანხმების საფუძველზე, მეორე სამნიტების ომის პერიოდში, შედგა რომის პირველი წყალსადენის არქეტიპი.

კონსტრუქციისთვის რომაელი ინჟინრები იყენებდნენ ეტრუსკების გაყვანილობის ტექნიკას. წყალსადენის კონსტრუქცია დაფინანსებული იყო კაიუს პლაუტიუს ვენოქსისა და აპიუს კლავდიუს ცეკუსის მიერ, ადამიანის, რომელიც იყო აპიუსის გზის ინიციატორი, კაპენის კარიბჭედან კაპუამდე. კაიუს პლაუტიუსი იყო ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა წყაროები წყლისთვის. მან მოიპოვა კოგნომენის სტატუსი, „წყლის ვენების მოძებნისათვის“. კაიუსი თანამდებობიდან 18 თვის შემდეგ გადადგა, აპიუს კლავდიუს ცეკუსი კი აგრძელებდა საკუთარ სამსახურს, ამის შესაბამისად კი, რომის პირველ წყალსადენს აპიუსის სახელი დაერქვა.

ტიტუს ლივიუსის თანახმად, ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში, წყალსადენის დინება საგრძნობლად მცირდებოდა. ძვ. წ. 184 წელს, მარკუს პორციუს კატონმა დაიწყო ადრინდელი დინების აღდგენა, რაც მოიცავდა უკანონო მილების ამოღებას და კერძო ინდივიდებთან წყალმომარაგების შეწყვეტას. შეკეთების სამუშაოებს ატარებდა კვინტუს მარციუს რექსი, ძვ. წ. 144-140 წლებში, შემდეგ კი მარკუს ვიფსანიუს აგრიპას მიერ, ძვ. წ. 33 წელს.

ტიტუს ლივიუსი

ფრონტინის კურატორობის პერიოდში, როგორც ოფიციალური წყაროები ადასტურებს, წყალსადენის დინება შეადგენდა 841 კვინარს, მაგრამ, საკუთრი გამოთვლებით 740 კვინარი გამოდიოდა. ინპექციისას წყლის კურატორმა წყალსადენის სათავის დინება 1825 კვინტად შეაფასა. განსხვავება აიხსნა იმით, რომ წყალსადენი თითქმის მთელ მანძილზე წვეთავდა, არხები არასოდეს იყო წყლისთვის შესაფერისი და ვიწრო, მაგრამ, ამასთან ერთად, შესაძლებელი იყო წყლის არაკანონიერად მითვისება, რაც კურატორმა მოაგვარა და წყალსადენს ჩვეული დინება დაუბრუნა.

წყალსადენის წყალი ავგუსტუსის რომის ექვს რეგიონს მიეწოდებოდა (რეგიონი II - , VIII - Forum Romanum, IX - Circus Flaminius, XI - Circus Maximus, XIII - Aventinus და XIV – Transtiberim), წყლის ოცი კოშკით.

Regio XIV-თან მიწოდება მას შემდეგ მოხერხდა რაც ბოარიუმის ფორუმის მხრიდან მილები დააგრძელეს, რომლებიც ტიბრს აემილიუსის ხიდით კვეთდა. ზღვის დონიდან დაბალი სიმაღლის გამო, წყალსადენი ემსახურებოდა მხოლოდ ტიბრის დაბლობებს, ხიდის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში.

  • Frontin, De aquæductu urbis Romæ, Gallica notice
  • A. T. Hodge, « How did Frontinus measure the Quinaria ? », American Journal of Archaeology, no 88,‎ 1984, გვ. 205-216
  • Filippo Coarelli, Rome and environs : an archaeological guide, University of California Press, 2007, გვ. 555 (ISBN 978-0-520-07961-8)
  • Lawrence Richardson, A New Topographical Dictionary of Ancient Rome, Baltimore, (Md.), Johns Hopkins University Press, 1992, გვ. 488 (ISBN 978-0-8018-4300-6, BNF 36669536)
  • Federico Copelli, « Aque Urbis Romae : Musealizzazione degli acquedotti romani », Politecnico di Milano, Facoltà di Architettura e Società,‎ 2012
  • Evan James Dembskey, The aqueducts of Ancient Rome, University of South Africa, 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]