აკვა-ანიო-ნოვუსი

აკვა-ანიო-ნოვუსი (იტალ. Aqua Anio Novus) — ძველი რომაული აკვედუკი, რომელიც ამარაგებდა ქალაქ რომს. Aqua Claudia-ს მსგავსად, მისი მშენებლობა დაიწყო იმპერატორმა კალიგულამ 38 წელს და დაასრულა 52 წელს კლავდიუსმა. რომელმაც ორივე 1 აგვისტოს მიუძღვნა. ის აკვედუკი Aqua Anio Vetus, Aqua Marcia და Aqua Claudia-თან ერთად განიხილება, როგორც რომის ოთხი ყველაზე დიდი აკვედუკი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Aqua Anio Novus-ის შენობას ხარისხი აკლდა და რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ საჭიროებდა რემონტს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დედაახლოებით 71 წელს აკვედუკი მთლიანად აღადგინა ვესპასიანემ. აკვედუკი კვლავ აღადგინეს სევერანთა დინასტიის მმართველობის დროს, ახ. წ. 201 წელს.
მარშრუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრონტინუსი აღწერს მის წყაროს, როგორც აკვა კლაუდიას [2] და ორმოცდამეორე ეტაპს ვია-ლატინას-ზე, სიმბრუვიუმის რაიონში. „წყალს იღებენ მდინარიდან, რომელიც წვიმის გარეშეც კი ტალახიანი და გაუფერულებულია, რადგან მას მიმდებარე აქვს მდიდარი და კულტივირებული მინდვრები და შედეგად ფხვიერი ნაპირები“[3]. აკვედუკი თავისუფლად გამოიყენებოდა სხვა აკვედუქების მოსამარაგებლად, ჯვარედინი არხების გამოყენებით მარშრუტის რამდენიმე წერტილში, რომელსაც აკონტროლებდა სასხლეტი კარიბჭეები რაც მათ უწმინდურს ხდიდა.
წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტრაიანემ დააკავშირა დამატებითი წყაროები ნერონის მიერ ჩამოყალიბებული სამი ტბიდან ორი ზედა ტბიდან სუბიაკოში მისი აგარაკის გასაფორმებლად, რითაც გააგრძელა აკვედუკიმ 58 მილ და 700 ნაბიჯამდე.[4] ტბები შეიქმნა მდინარეში არსებული კაშხლებით, რომლებიც რომაელების მიერ აშენებული ყველაზე მაღალი ნაგებობები გახლდათ. ისინი შუა საუკუნეებში მდინარემ წაიღო.
აკვედუკი იყოფოდა ორ არხად ტივოლის ზემოთ და კვლავ ერთდებოდა გერიკომოსთან ახლოს. მისი ფილტრაციის ავზიდან, რომელიც ვია ლატინას მეშვიდე მილიაზე მდებარეობდა, წყალი გადაჰქონდათ აკვა კლავდიის თაღებზე, არხით, რომელიც უშუალოდ მის ზემოთ იყო განთავსებული. აკვედუკი მთავრდებოდა დიდ ავზთან ესკვილინის ბორცვზე, მინერვა მედიკას ტაძართან ახლოს.
აკვა ანიო ნოვუსი ყველა რომში შემოსულ აკვედუკთაგან ყველაზე მაღალ დონეზე მიემართებოდა, რაც საშუალებას აძლევდა წყალს მიეღწია ქალაქის ყველაზე მაღალ რაიონებამდე. თუმცა ამავდროულად, ამის გამო საჭირო იყო უფრო მაღალი მარშრუტი და უფრო მაღალი ხიდები, ვიდრე სხვა აკვედუკებისთვის.
ნაგებია ტუფითა და აგურით[5]
ხიდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკვა ანიო ნოვუსის დღემდე შემორჩენილ ხიდებს შორის არიან: პონტე დელი არჩი, პონტე არჩინელი, პონტე სანტ ანტონიო და პონტე ბარუჩელი
პონტე სანტ ანტონიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პონტე სანტ ანტონიო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხიდად რომის აკვედუკებს შორის[6]. იგი გადაკვეთს აკვა რამინგას ნაკადულს და თავის სახელს ატარებს უძველესი, დღეს უკვე გამქრალი, წმინდა ადგილის – სიწმინდის მიხედვით.
ხიდის ცენტრალური და თავდაპირველი ბირთვი აგებულია opus quadratum-ის ტექნიკით, რომლისგანაც გამოირჩევა შთამბეჭდავი ცენტრალური თაღი 32 მეტრი სიმაღლით და 10 მეტრი სიგანით. ხიდის სხვადასხვა ბურჯზე ჩანს გამოსახული "მისაკიდები", რომლებიც გამოიყენებოდა ხის კონსტრუქციის (სკაფოლდინგის) დასამაგრებლად და საყრდენად როგორც მშენებლობის დროს, ასევე მრავალრიცხოვანი რესტავრაციების პროცესში.
სევერუსების შემდეგ პერიოდში ხიდი გამაგრებულ იქნა: იგი თითქმის მთლიანად დაიფარა აგურით მოპირკეთებული opus caementicium-ით[7] და მის ქვედა ნაწილში დაემატა პატარა თაღები.
ხიდის აღმოსავლეთ მხარეს, ნაკადულის მახლობლად მდებარე სამხრეთ ბურჯზე, შემორჩენილია მხარდამჭერი თაღის ნაწილი, რომელიც არასდროს დასრულებულა — ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხიდის მშენებლობის დროს პროექტში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. ხიდის დასავლეთ მხარეს, არხი მართი კუთხით მიტრიალებს და მას რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე შეიძლება გავყვეთ.
პონტე ბარუჩელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პონტე ბარუჩელი (ასევე ცნობილი როგორც პონტე დირუტო) შედგება ორი მონუმენტური ხიდისგან, რომლებიც ერთმანეთიდან 8 მეტრით არიან დაშორებული — სამხრეთის მხარეს გადიოდა აკვა ანიო ნოვუსი, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს — აკვა კლავდია. ორივე ხიდი აგებულია ჩვენი წელთ აღრიცხვით 38-52 წლებში, და ისინი აკვა ნერა ნაკადულს კვეთდნენ. მოგვიანებით, ორივე ხიდს დაამატეს საყრდენები და გამაგრებები, რის შედეგადაც ისინი გადაიქცა ორ დიდ, გრძელ და ერთმანეთთან დაკავშირებულ სტრუქტურად.
აკვა ანიო ნოვუსის ხიდი, დაახლოებით 85 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანით, შეიცავს რამდენიმე პატარა თაღს, გარდა ერთი მთავარი, მაღალი და ვიწრო თაღისა, რომელიც აკვა ნერას ნაკადულზე გადადის. თავდაპირველად იგი აშენებული იყო ტუფის ქვით, opus quadratum-ის ტექნიკით.
I საუკუნის მეორე ნახევარში, ხიდი გაამაგრეს opus mixtum-ით, რაც დღესაც ჩანს მისი აღმოსავლეთ ბოლოში მდებარე ორ საყრდენზე. III საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ მხარეს რეგულარული დაშორებით დაემატა ცხრა მართკუთხა საყრდენი, ხოლო სამხრეთ მხარეს, ნაკადულის პირას მხოლოდ სამი საყრდენი, რომლებიც მოგვიანებით შეივსო: დასავლეთ ნაპირზე დაემატა ხუთი საყრდენი ღარიბი ხარისხის opus latericium-ით, ხოლო აღმოსავლეთ მხარეს ორი საყრდენი opus mixtum-ით.
მოგვიანებით, ორი ხიდი ერთმანეთთან დააკავშირეს სამი აგურით ნაგები თაღით და საყრდენებით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Blackman, Deane R. (1978). „The Volume of Water Delivered by the Four Great Aqueducts of Rome“. Papers of the British School at Rome. 46: 52–72. ISSN 0068-2462.
- ↑ Frontinus 1.15
- ↑ Frontinus, de Aqueductibus 1.15
- ↑ The length of 62 миль (100 kм) given to the original aqueduct in the inscription of Claudius on the Porta Maior is considered to be an error
- ↑ Bono, P. and Boni, C. "Water Supply in Rome in Antiquity and Today". Environmental Geology 27 (1996). p. 131
- ↑ Thomas Ashby (1935). 1935 The Aqueducts Of Ancient Rome ( Thomas Ashby).
- ↑ Ponte Sant'Antonio it. ციტირების თარიღი: 2024-12-06