აკვარიუმი (სანქტ-პეტერბურგის კინოთეატრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკვარიუმი
Аквариум
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1886
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831330002

კინოთეატრი აკვარიუმი (რუს. Аквариум) — ერთ-ერთი უძველესი გასართობი თეატრი-ბაღი საქნტ-პეტერბურგში. მუშაობას შეუდგა 1886 წელს და ფუნქციონირებდა 1923 წლამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1886 წელს გ. ალექსანდროვმა, ბაღ „არკადიას“ მფლობელმა კამენოოსტროვსკის ქუჩაზე იჯარით აიღო ტერიტორია (რომელზეც ამჟამად მდებარეობს სახლები 10-12) გააშენა იქ ბაღი და დაიწყო დიდი აკვარიუმის (აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც) მშენებლობა. თავდაპირველად აპირებდნენ აქ ლექციები წაეკითხათ თევზისა და წყლის მცენარეთა ცხოვრების, მათი დემონსტრირებით. პეტერბურგის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების დახმარებით, აპირებდნენ ზღვისა და მტკნარი წყლის ცხოველების, თევზისებისა და მცენარეების შეძენას.

უკვე პირველივე წლებში ბაღის სცენაზე ყოველ საღამოს უკრავდა სიმფონიური ორკესტრი (50-ზე მეტ მუსიკოსი) რ. ენგელის მეთაურობით, ხოლო კვირაში ორჯერ გამოდიოდა ა. არხანგელსკის ქორო. 1888 წელს ბაღის ტერიტორიაზე ააგეს დიდი მინის დარბაზი, სადაც მუსიკის მოყვარულთათვის განკუთვნილი ადგილების გარდა ორივე მხარეს მდებარეობდა რესტორნის მაგიდები. ჩამოჰყავდათ უცხოელი გასტროლიორები, მათ შორის ანა ჟიუდიკი, მოტრე, ოდეო. 1888 წელს, ზამთრის სეზონზე აღმართული ყინულის სახლი გახდა სენსაცია. მასში განთავსებული იყო კაბინეტი, სასტუმრო, სასადილო მთლიანად ყინულის მოწყობილობით.

აქ, 1896 წლის 4 მაისს, ვიქტორ როჟეს სპექტაკლის „ალფრედ-ფაშა პარიზში“ ანტრაქტის დროს, შედგა რუსეთში პირველი კონოსეანსი[1].

1900-იან წლებში მუსიკალურ საღამოებზე გამოდიოდნენ ოპერის მსახიობები ლინა კავალიერი, ჟ. ფაბიანი და სხვა. ღია სცენაზე იდგმებოდა მცირე დრამატული სპექტაკლები.

ბაღის თავისუფალ ტერიტორიაზე განათავსეს ატრაქციონები. 1905-1906 წლებში ბაღის კიდეზე ააშენეს საშემოსავლო სახლი, რომლის არქიტექტორიც იყო დიმიტრი კრიჟანოვსკი. აკვარიუმის ბაღის სიახლოვეს მდებარეობდა „პეტერბურგის ცენტრალური ბაზარი“. 1908 წელს აქ ააშენეს ახალი ზამთრის თეატრი, ყველაზე დიდი სანქტ-პეტერბურგში, რომლის სცენაზეც გამოდიოდნენ ვარვარა პანინა, ანასტასია ვიალცევა, ალექსანდრე დავიდოვი და ვლადიმირ დავიდოვი, კონსტანტინ ვარლამოვი, ნიკოლაი შიშკინისა და ალექსი მასალსკის ბოშათა ქორო. 1907 წელს შედგა რუსეთში ერთ-ერთი პირველი სილამაზის კონკურსი „ლამაზმანთა შემოდგომის გამოფენა“. 1912 წელს გაიხსნა პირველი ხელოვნური ყინულის მოედანი რუსეთში. აქ მუდმივად იმართებოდა ბალ-მასკარადები, ფეიერვერკი და ა. შ.

პირველი მსოფლიო ომის დროს ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ლაზარეთი.

1916 წელს ბაღი იჯარით გადაეცა მომღერალ ალექსანდრე დავიდოვს იტალიური ოპერის გახსნის მიზნით. 1917 წლის მოვლენებმა ბაღის კულტურულ-გასართობი მუშაობა შეაჩერა.

1923 წელს აკვარიუმის ადგილზე დაიწყეს კინოფაბრიკის „Севзапкино“-ს მშენებლობა (1934 წლიდან „ლენფილმი“). თეატრის ნაგებობები, ბაზარი, რესტორანი გადააკეთეს გადასაღებ პავილიონებად[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Алянский Ю. Л. Увеселительные заведения старого Петербурга. — СПб., 1996. — С. 18—20.
  • Кузнецов Е. М. Из прошлого русской эстрады: Ист. очерки. — М., 1958. — С. 272—276;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]