აკაში-კაიკიოს ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაში-კაიკიოს ხიდი
ხიდი ზემოდან.
ხიდი საყრდენი კოშკიდან.

აკაში-კაიკიოს ხიდი (იაპონ. 明石海峡大橋 აკაში კაიკიო ო-ჰაში), აგრეთვე ცნობილი როგორც მარგალიტის ხიდი — დაკიდებული ხიდი იაპონიაში, აკაშის სრუტეზე; აერთებს მაიკოს კობეში და ივაიას ავაძის კუნძულზე, და ჰონსიუ-სიკოკუს გზატკეცილის ნაწილია. ეს ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდია მსოფლიოში დღეისთვის, როგორც საერთო სიგრძით (3.911 მ), ასევე მიცი ცენტრალური ფრთის ზომით (1 991 მ). გეგმით ის ერთ-ერთია სამ ხიდთაგან ჰონსიუ-სიკოკუს მონაკვეთზე.

ხიდის აგებამდე მგზავრები აკაშის სრუტეზე ბორნით გადადიოდნენ. სრუტე ხშირად შტორმიანია და 1955 წელს ძლიერი უამინდობის გამო ერთ-ერთი მორიგი ბორანი 168 მგზავრით ჩაიძირა, მგზავრების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ უბედური შემთხვევით გამოწვეული შოკითა და საზოგადოების აღშფოთების გამო იაპონიის მთავრობამ სრუტეზე დაკიდებული ხიდის გეგმის შექმნა გადაწყვიტა. თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო ხიდზე რკინიგზის ხაზის დამატებაც, თუმცა მშენებლობისას ეს პირობა უკუგდებულ იქნა - დარჩა მხოლოდ საავტომობილო ექვსი ხაზი. მშენებლობა 1988 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ 1998 წლის 5 აპრილს დასრულდა. აკაშის სრუტე საერთაშორისო სანაოსნო გზაზეა და 1500 მეტრი სიგანის სანაოსნო ზოლს საჭიროებდა.

ხიდს სამი ფრთა აქვს. ცენტრალური ნაწილი 1991 მეტრია, გარდიგარდმო ფრთები 960 მეტრია. ხიდის საერთო სიგრძე 3911 მეტრია. ცენტრალური ფრთის სიგრძე 1990 მეტრი იყო თავდაპირველად, მაგრამ 19995 წლის კობეს მიწისძვრამ იგი ერთი მეტრით დააგრძელა. ხიდი პროექტით უძლებს 286 კმ/სთ ქარის წინაღობას, 8.5 მაგნიტუდის მიწისძვრას რიხტერის შკალით და სწრაფ ზღვის დინებას.

ხიდის მშენებლობა ¥ 500 მილიარდი (≈USD 5 მილიარდ) დაჯდა. ამ თანხის დაფარვას ხიდზე მგზავრობის გადასახადით გეგმავდნენ. თუმცა ეს გადასახაი იმდენად მაღალია (2.300 იენი ან $20 დოლარი), რომ მძღოლთა უმრავლესობა ნელ მაგრამ იაფ ბორანს ამჯობინებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]