აკარის მუჰაფაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰაფაზა
აკარის მუჰაფაზა
محافظة عكار
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
ადმ. ცენტრი Halba
კოორდინატები 34°29′57″ ჩ. გ. 36°11′59″ ა. გ. / 34.49917° ჩ. გ. 36.19972° ა. გ. / 34.49917; 36.19972
ფართობი 788 კმ²
მოსახლეობა 389899 კაცი
სიმჭიდროვე 494.8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2

აკარის მუჰაფაზა (არაბ. محافظة عكار) — ლიბანის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე მუჰაფაზა. იგი მოიცავს მხოლოდ ერთ — აკარის რაიონს,[1] რომელიც თავის მხრივ იყოფა 121 მუნიციპალიტეტად.[2] დედაქალაქი ჰალბა.[1]. მუჰაფაზა ლიბანის სიდიდით მეორე სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ტყიანი მთებითაა აღსანიშნავი, რომელიც ეროვნულ პარკში შედის.[3]

2015 წლის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით მუჰაფაზის მოსახლეობა 389 899 კაცს შეადგენს, რომელთაგან 106 935 სირიელი ლტოლვილია, ხოლო 19 404 პალესტინელი.[2] მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია. უმცირესობას შეადგენენ ქრისტიანები და ალავიტები. ძალიან ცოტა არიან შიიტები.[2] აკარი ლიბანის ყველაზე დაბალურბანიზებული მუჰაფაზაა. მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს.[4]

აკარის მუჰაფაზა შეიქმნა 2003 წლის 16 ივლისს, როდესაც აკარის ოლქი გამოეყო ჩრდილოეთის მუჰაფაზას,[5] მაგრამ მხოლოდ 2014 წელს ამოქმედდა იმპლემენტაცია.[6] და კვლავ შეუსრულებელი რჩება.[7] აკარის მუჰაფაზა ლიბანის უღარიბესი და განათლების დონით ყველაზე დაბალ ადგილზე მყოფი მუჰაფაზაა. იგი განიცდის ინფრასტრუქტურის და მომსახურების სფეროს დარგების ნაკლებობას.[4] ბოლო დროს სირიელი ლტოლვილების შედინებამ გაამძაფრა ეს პრობლემა და 2015 წლის მონაცემებით მუჰაფაზის უმუშევრობის დონე 60%-ია. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Mohafazah de Aakkar". Localiban. Retrieved 19 February 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 "Akkar Governorate Profile". UNHCR. June 2015. Retrieved 19 February 2017.
  3. "Towards a National Park in Upper Akkar" (PDF). Mada. March 2009. Retrieved 20 February 2017.
  4. 4.0 4.1 Mouchref, Aicha (January 2008). "Forgotten Akkar: Socio-Economic Reality of the Akkar Region" (PDF). Mada. Retrieved 20 February 2017.
  5. "Territorial administration of Lebanon". Localiban. Retrieved 19 February 2017.
  6. "Territorial administration of Lebanon". Localiban. Retrieved 19 February 2017.
  7. Obeid, Ghinwa (9 February 2017). "Akkar governorate in dire need of security and development". The Daily Star. Retrieved 19 February 2017.
  8. "North and Akkar Governorates Profile". UNHCR. 2016. Retrieved 19 February 2017.