შინაარსზე გადასვლა

აკანტოსტეგა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკანტოსტეგა

ჩონჩხის რეკონსტრუქცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ეუკარიოტები
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  სარკოპტერიგიები
ზეკლასი:  ტეტრაპოდომორფა
კლასი:  სტეგოკეფალები
რიგი:  საურიშია
ზეოჯახი:  მეგალოსავროიდეა
ოჯახი:  აკანთოსტეგიდა
გვარი:  აკანთჰოსტეგა
სახეობა:  ა. გუნარი
ლათინური სახელი
Acanthostega

აკანტოსტეგა (ზოგიერთ წყაროში გვხვდება როგორც აკანთოსტეგა, მაგრამ ქართულ ენაზე ორივე სწორია) — ღერო-ტეტრაპოდის გადაშენებული გვარი, ერთ - ერთი პირველი ხერხემლიანი ცხოველი, რომელსაც ამოსაცნობი კიდურები ჰქონდა. ის გვიან დევონურ პერიოდში ( ფამენური ხანა) გამოჩნდა დაახლოებით 365 მილიონი წლის წინ და ანატომიურად შუალედური პოზიცია ეკავა წიბოფარფლიან თევზებსა და ხმელეთზე ამოსვლის შემძლებელ თევზებს შორის.[1][2]

ჰოლოტიპის თავის ქალა, კოპენჰაგენის ზოოლოგიური მუზეუმი

ჯენიფერ ა. კლაკმა 1987 წელს აღმოსავლეთ გრენლანდიაში იპოვა ამ სახეობის ნამარხი, თუმცა თავის ქალის ფრაგმენტები 1933 წელს უნარ სავე-სოდერბერგმა და ერიკ იარვიკმა აღმოაჩინეს.

60 სმ (24 ინჩი) სიმაღლის აკანტოსტეგას თითოეულ ხიდურზე რვა თითი ჰქონდა (ტერფებზე თითების რაოდენობა გაურკვეველია), რომლებიც ბადით იყო დაკავშირებული. მას მაჯები არ ჰქონდა და, ზოგადად, ცუდად იყო ადაპტირებული ხმელეთზე სიარულისთვის. ასევე, მას ჰქონდა თევზის მსგავსი მხარი და წინა კიდური.[3] აკანტოსტეგას წინა კიდურები იდაყვის დახმარებით წინ ვერ იხრებოდა და შესაბამისად, მათთვის სიმძიმის აწევა შეუძლებელი იყო. აკანტოსტეგა ყველაზე ადრეული ოთხფეხა ცხოველია, რომლის მოძრაობითი დომინირება იცვლება გულმკერდის სარტყელიდან მენჯის სარტყელის მიმართულებით.[4]

სიცოცხლის აღდგენა

არსებობს მრავალი მორფოლოგიური ცვლილება, რამაც აკანტოსტეგას მენჯის სარტყელს წონის მატარებელ სტრუქტურად გადაქცევის საშუალება მისცა. აკანტოსტეგას შემთხვევაში აღინიშნება ორ მხარეს შორის კონტაქტი, ამის გამო სარტყელი შერწყმულია ხერხემლის ნეკნთან. ეს შერწყმები მენჯის არეს უფრო ძლიერს ხდიდა გრავიტაციის ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად.[5] მას ჰქონდა შიდა ლაყუჩები, რომლებიც თევზის მსგავსად იყო დაფარული. მას ასევე ჰქონდა ფილტვები, მაგრამ მისი ნეკნები ძალიან მოკლე იყო.[6]

თევზსა ​​და ტეტრაპოდს შორის გადასვლის გამარტივებული ფილოგენია

აკანტოსტეგა გვიანდელი დევონური პერიოდის ფართოდ გავრცელებული ევოლუციური რადიაციის ნაწილად ითვლება, რომელიც იწყება წმინდა წყლის ფარფლიანი ტეტრაპოდომორფებით. მათ მემკვიდრეებმა გამოავლინეს სუნთქვის უკეთესი უნარი და ყბებისა და ლაყუჩების ადაპტაცია, ასევე უფრო კუნთოვანი კისერი, რომელიც თავის უფრო თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლეოდა, ვიდრე თევზებს აქვთ.[7] ეს მახასიათებლები ავლენს ადრინდელ ტიკტაალიკს, რომელიც, იქტიოსტეგას მსგავსად, ხმელეთზე გადაადგილების უფრო დიდი უნარის ნიშნებს ავლენდა, მაგრამ ითვლება, რომ ძირითადად წყლის ბინადრები იყვნენ.[8]

დევონური პერიოდის წიბოფარფლიანი თევზების სახეობების ილუსტრაცია

ვარაუდობენ, რომ აკანტოსტეგა, სავარაუდოდ, სარეველებით დახშულ ჭაობებში ცხოვრობდა. მისი ფეხები, როგორც ჩანს, ამ სპეციფიკური ეკოსისტემებისთვის იყო ადაპტირებული. კიდურების არსებობის გარდა, ის არანაირად არ იყო ადაპტირებული ხმელეთზე სიარულისთვის. ჯენიფერ ა. კლეკი აღნიშანვს, რომ აკანტოსტეგა, ძირითადად, წყლის ცხოველი იყო, რომელიც ზღვაში არასდროს გასული თევზებისგან წარმოიშვა. ეს მახასიათებლები მოგვიანებით ხმელეთის სიცოცხლისთვის სასარგებლო იქნებოდა, მაშინაც კი, თუ ისინი სხვა მიზნით წარმოიშვნენ. ამ პერიოდში ფოთლოვანი მცენარეები ყვაოდა და ყოველწლიურად წყალში ფოთლები ცვიოდა, რაც პატარა მსხვერპლს თბილ, ჟანგბადით ღარიბ ნაკლებად ღრმა წყალში იზიდავდა, სადაც უფრო დიდი თევზებისთვის ცურვა რთული იყო. კლეკი აღნიშნავს, თუ როგორ ავლენდა აკანტოსტეგას ქვედა ყბა ცვლილებას იმ თევზებთან შედარებით, რომლებსაც კბილების ორი რიგი ჰქონდათ (გარეთა რიგში დიდი რაოდენობით პატარა კბილებით, ხოლო შიდა რიგში ორი დიდი ეშვებითა და რამდენიმე პატარა კბილით).[9]

მოდელის რეკონსტრუქცია შტუტგარტის ბუნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში , გერმანია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, აკანტოსტეგას უფრო ბაზალურ სახეობად მიიჩნევენ, ვინაიდან აკანტოსტეგა ახალგაზრდა იქტოსტეგას ჰგავს და ახალგაზრდებისგან ზრდასრულ ინდივიდებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ განსხვავებას ავლენს, ვარაუდობენ, რომ აკანტოსტეგა შესაძლოა ნეოტენური შტოდან იყოს წარმოშობილი. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება წყალში გაატარა, მისი მხრის ძვალი ასევე ავლენს ნიშან-თვისებებს, რომლებიც მოგვაგონებს გვიანდელი, სრულად ხმელეთის ღერო-ტეტრაპოდების ნიშნებს (იქტოსტეგას მხრის ძვალი გარკვეულწილად წარმოიშვა და ჰომოლოგიურია ადრინდელი თევზების მკერდისა და მენჯის ფარფლის ძვლებისგან). ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ხერხემლიანებმა ხმელეთის ნიშან-თვისებები ადრე განივითარეს, ვიდრე ვარაუდობდნენ და ბევრჯერ დამოუკიდებლად ერთმანეთისგან.[10] აკანტოსტეგას წინა კიდურებზე კუნთების ნაწიბურები გვირგვინ-ტეტრაპოდების ნაწიბურების მსგავსი იყო.[11]


ელპისტოსტეგალია
 

პანდერიხტისი

 
 
 
 

ტიკტაალიკი

 
 

ელპისტოსტეგე

 
 
სტეგოცეფალები
 

ელგინერპეტონი

 
 
 

ვენტასტეგა

 
 
 

აკანტოსტეგა

 
 
 

იქტოსტეგა

 
 
 

ვატჩერიისებრნი

 
 
 

კოლოსტეიდები

 
 
 

კრასიგირინუსი

 
 
 

ბაფეტიდები

 
 

ტეტრაპოდი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
  • ლორინ მ. 2010. როგორ ტოვებენ ხერხემლიანები წყლს. ბერკლი: კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • Steyer J-Sb. 2012. დედამიწა დინოზავრებამდე. ბლუმინგტონი: ინდიანას უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • საყვარაშვილი ნ., 8000 საინტერესო პაქტი რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბ., 2017 გვ.93
  1. ↑ Benton, Michael J. (2019). "Acanthostega". Vertebrate Palaeontology (Kindle ed.). Wiley. p. 90.
  2. ↑ Clack, Jennifer A. (21 November 2005). "Getting a Leg Up on Land". Scientific American. Archived from the original on 25 February 2007.
  3. ↑ "Acanthostega gunneri". Devonian Times. Retrieved 2013-11-04.
  4. ↑ Boisvert, Catherine A. (2005). "The pelvic fin and girdle of Panderichthys and the origin of tetrapod locomotion". Nature. 438 (7071): 1145–1147. Bibcode:2005Natur.438.1145B. doi:10.1038/nature04119. PMID 16372007. S2CID 4412211.
  5. ↑ Boisvert, Catherine A. (2005). "The pelvic fin and girdle of Panderichthys and the origin of tetrapod locomotion". Nature. 438 (7071): 1145–1147. Bibcode:2005Natur.438.1145B. doi:10.1038/nature04119. PMID 16372007. S2CID 4412211.
  6. ↑ Clack, Jennifer A. (21 November 2005). "Getting a Leg Up on Land". Scientific American. Archived from the original on 25 February 2007.
  7. ↑ Clack, Jennifer A. (21 November 2005). "Getting a Leg Up on Land". Scientific American. Archived from the original on 25 February 2007.
  8. ↑ Clack, Jennifer A. (21 November 2005). "Getting a Leg Up on Land". Scientific American. Archived from the original on 25 February 2007.
  9. ↑ Clack, Jennifer A. (21 November 2005). "Getting a Leg Up on Land". Scientific American. Archived from the original on 25 February 2007.
  10. ↑ Fossils suggest earlier land-water transition of tetrapod
  11. ↑ Callier, Viviane; Clack, Jennifer A.; Ahlberg, Per E. (2009-04-17). "Contrasting Developmental Trajectories in the Earliest Known Tetrapod Forelimbs". Science. 324 (5925): 364–367. Bibcode:2009Sci...324..364C. doi:10.1126/science.1167542. ISSN 0036-8075. PMID 19372425. S2CID 28461841.