აკანთო
იერსახე
| აკანთო | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Acanthus | ||||||||||||
| ||||||||||||
აკანთო (ლათ. Acanthus) — მცენარეების გვარი აკანთოსებრთა ოჯახისა. უმეტესად ბალახია, იშვიათად - ბუჩქი.
აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის თბილ სარტყელში. აკანთოს ფოთლის სტილიზებული გამოსახულება საფუძვლად უდევს კორინთული და კომპოზიტური ორდერების, სვეტისთავების, აგრეთვე კარნიზების, ფრიზების და სხვა არქიტექტურული ელემენტების ორნამენტულ მორთულობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 247.