აკამათის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკამათის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭეჭის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ტყიან ფერდობზე. იგი განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ნასოფლარი შედგება გეგმით სწორკუთხა თოთხმეტი ნასახლარისაგან. შენობები გეგმით სწორკუთხაა და ნაგები ყოფილა ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაციხარია. შემორჩენილია კოშკისა და გალავნის ნანგრევები. ნაციხრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 4 მეტრზე შენობის კედლებია შემორჩენილი. ნაციხრის სამხრეთით ხატის ნანგრევებია, ნასოფლარის აღმოსავლეთით, 500 მეტრზე, სარანაულთა ნასახლარი და ნაწისქვილარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]