აკაკი ხინთიბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი ხინთიბიძე
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1924(1924-02-06)
დაბ. ადგილი ოზურგეთი
გარდ. თარიღი 26 მაისი, 2008(2008-05-26) (84 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი ხინთიბიძე (დ. 6 თებერვალი, 1924, ოზურგეთი — გ. 26 მაისი, 2008) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აკაკი ხინთიბიძემ ქართული ლექსის მეცნიერული კვლევა იოსებ გრიშაშვილის ვერსიფიკაციის შესწავლით დაიწყო, რაც 1955 წელს აღინიშნა თვალსაჩინო მონოგრაფიით „იოსებ გრიშაშვილის პოეზია“. შემდგომი ეტაპი სამეცნიერო კვლევისა იყო „აკაკის ლექსი“ (1972). განსაკუთრებული ადგილი მან სამეცნიერო ბიოგრაფიაში უჭირავს გალაკტიონის კვლევას. 1987 წელს დასტამბული მისი „გალაკტიონის პოეტიკა“ შეიცავს, ერთი მხრივ, ნარკვევებს გალაკტიონის პოეტიკიდან, ხოლო მეორე მხრივ, მასში დაწვრილებით არის შესწავლილი გალაკტიონის ლექსის სტრუქტურა (პოეტური ენა, მეტრიკა, რითმა, ევფონია, სტროფიკა). ქართული ლექსის ბუნების კვლევას სამ ათეულ წელზე მეტი შეალია. აკაკი ხინთიბიძის წიგნებში: „პოეტური ხელოვნების საკითხები“ (1961), „ლექსმცოდნეობის საკითხები“ (1965), „პოეტიკური ძიებანი“ (1981), „ვერსიფიკაციული ნარკვევები“ (2000), განხილულია ვერსიფიკაციის თეორიისა და ქართველ პოეტთა შემოქმედების უაღრესად საინტერესო პრობლემები. აღსანიშნავია მისი წვლილი „ვეფხისტყაოსნის“ ლექსწყობის კვლევაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]