აკაკი ნასყიდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი ნასყიდაშვილი
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1947(1947-01-26) (77 წლის)
დაბ. ადგილი ტიბაანი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი ნასყიდაშვილი (დ. 26 იანვარი, 1947, ტიბაანი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-ოკეანოლოგიის სპეციალობით.

1973 წლიდან — საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს სისტემა ინჟინერ-ოკეანოლოგი. 1978-1984 წლებში — აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი. 1984-1986 წლებში საბჭოთა კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი. 1990 წლიდან — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოხუმის საზღვაო კონვენციური ინსპექციის უფროსი. 1997 წლიდან ამავე სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსისი მოადგილე (ბათუმი). პარალელურად, 1985 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სადაც კითხულობდა ლექციებს „მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიაში“. 1989-2005 წლებში — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი, დოცენტი. 2005-2006 წებში — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმისა და სპორტის კათედრის გამგე. 2006-2010 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. 2010 წელს — სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტურიზმისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი. 2011 წლიდან აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებშიც ასახვა ჰპოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურმა პირობებმა, გაშუქებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ რაიონის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები და მოცემულია შტორმული ღელვის პროგნოზის მეთოდები მცირე ტონაჟიანი სწრაფმავალი გემებისათვის. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-პოპულარული წერილები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ანაპა-ბათუმის გემთსავალი ტრასის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების პროგნოზი“, დაიცვა 1987 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 203-204

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]