შინაარსზე გადასვლა

აკაკი კაკულია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი კაკულია (დ. 22 აპრილი, 1922, გურძემი — გ. 27 მარტი, 1996) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1948-1958 წლებში იყო კურორტ მენჯის მთავარი ექიმი. 1958-1996 წლებში მუ­შა­ობ­და ი. კონია­შვი­ლის სახელობის კურორტოლოგიის და ფი­ზი­ო­თერა­პიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1968 წლამდე იყო ამ ინსტიტუტის ბალნეოთერაპიის განყოფილების გამგე. 1968 წლიდან ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ფიზიო-ბალნეოთერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის განყოფილებებს. 1978 წლიდან იყო სა­ქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. ის იკვლევდა კურორტოლოგიის და ფი­ზი­ო­თე­რა­პიის აქტუალურ საკითხებს. დაადგინა მიკროელემენტების ელექტროფორეზის, აგრეთვე სხვა­და­სხვა ინტენსივობის მაგნიტური ველის ეფექტური გავ­ლენა პათოლოგიურ პროცესებზე გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა დაავადებების დროს. შეიმუშავა 40-ზე მეტი ახალი სამკურნალო ფიზიოთერაპევტიული მეთოდი, რომელიც დაი­ნერ­გა სამედიცინო პრაქტიკაში. 1979-1996 წლებში იყო თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერ საზოგადოებისბის თავმჯდომარე.

  • Новые эффективные методы и методики физиотерапии : Метод. рекомендации - Тбилиси, Мецниереба, 1986 с. 43
  • Лечение больных с заболеваниями периферических сосудов физическими методами : Метод. рекомендации - Тбилиси, Мецниереба, 1982 с. 27
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018 გვ. 478

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_კაკულია“-დან