აკადემიური მწერლობის კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

"აკადემიური მწერლობის კავშირი", "ძველი მწერლობის კავშირი", "აკადემიური მწერლობის ასოციაცია", სამწერლო გაერთიანება XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში.

ლიტერატურულ-ესთეტიკური მრწამსით "აკადემიური მწერლობის კავშირის" შემადგენლობა არ იყო ერთგვაროვანი. მის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, ი. გრიშაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, ა. ჭუმბაძე და სხვა.

"კავშირის" გამოცემებში ("ლომისი", "ილიონი", "ხომალდი", "ქართული სიტყვა", "კავკასიონი", "ახალი კავკასიონი" და სხვა ჟურნალ-გაზეთები) ზოგჯერ თავს იჩენდა სოციალური მშენებლობის ამოცანებთან შეუთავსებელი შეხედულებები. იმ პერიოდის ლიტერატურულ ბრძოლებში "აკადემიური მწერლობის კავშირს" ეჭირა ეროვნული პოზიცია, თუმცა ზოგიერთი მისი წარმომადგენელი, კერძოდ, დ. კლდიაშვილი და ვასილ ბარნოვი, საჭიროდ თვლიდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ქართველ ინტელიგენციის თანამშრომლობას.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

30-იანი წლების დამდეგს "აკადემიური მწერლობის კავშირი" დაიშალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟღენტი ბ., ქსე, ტ. 1, გვ. 246, თბ., 1975