აიძური-ე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიძური-ე
კაჯიკაზავა კაის პროვინციაში, ეკუთვნის კაცუსიკა ჰოკუსაის, 1931. სერიიდან "მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი"
ავტორი

კეისაი ეიზენი (1790-1848)

კაცუსიკა ჰოკუსაი (1760-1849)

უტაგავა ჰიროშიგე (1797-1858)

უტაგავა კუნისადა (1786-1865)

უტაგავა სიდაჰიდე (1807-1873)
წელი 1820

აიძური-ე (ნიშნავს ინდიგო სურათებს) - იაპონური გრავიურები, რომლებიც ლურჯ ფერებშია შესრულებული. ლურჯი გრავიურების განვითარება ევროპიდან პრუსიული ლურჯი საღებავის იმპორტთან არის დაკავშირებული.

პრუსიული ლურჯის უპირატესობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ფერი გერმანელმა ალქიმიკოსმა იოჰან კონრად დიპელმა (1673-1734) გამოიგონა 1704 წელს. [1] ამ პიგმენტს რამდენიმე უპორატესობა ჰქონდა ინდიგო ფერთან შედარებით, რომელსაც პრუსიული ლურჯის შემოსვლამდე, მე-18 საუკუნის დასაწყისის იაპონურ ხის ნამუშევრებში იყენებნენ. ინდიგო ფერი კომელინას და სხვა მცენარეების ფურცლებიდან იწარმოებოდა, მაგრამ ეს ყვავილები საღებავს მხოლოდ მუქ ლურჯ ელფერს აძლევდნენ. რომ შევადაროთ, პრუსიული ლურჯი გამოირჩეოდა სითამამით, სიცოცხლით და სინათლით, ტონების ფართო დიაპაზონით და გაქრობისადმი მეტი წინააღმდეგობით. პრუსიული ლურჯი განსაკუთრებით გამოსადეგია ღრმა წყლის, ოკეანეების, მდინარეების, ზღვების, ცისფერი ცის გამოსახატავად. შესაბამისად ლოგიკურია ის, რომ ეს ფერი ლანდშაფტის გრავიურების შექმნის მთავარი ფაქტორი გახდა. პრუსიული ლურჯი იაპონიაში ცნობილი იყო, როგორც ბერურინ-აი ან ბერუ-აი, ანუ ბერლინის ლურჯი, ეს სიტყვა გერმანული სიტყვიდან ბერლინიდან მომდინარეობს, რომელიც პრუსიის (სადაც პრუსიული ლურჯი იწარმოებოდა) დედაქალაქს წარმოადგენდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრუსიული ლურჯი იაპონიაში დაახლოებით 1790 წელს შემოიტანეს, ჰოლანდიური სავაჭრო პუნქტის დეშიმას საშუალებით. მთელი იაპონია, გარდა ამ სავაჭრო პუნქტისა, ამ დროს დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული იყო, ჰოლანდიელებს კი იაპონიასთან სავაჭრო მონოპოლია 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. [2]

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ბერლინური ლურჯი ფერწერის რამდენიმე სახელმძღვანელოშია ნახსენები, სადაც ასევე წერია, რომ იმ დროს, ამ ფერის მოპოვება ძალიან ძნელი იყო, რადგან ჰოლანდიელებს ის შორიდან მოჰქონდათ. შესაბამისად პრუსიული ლურჯი ძვირი ღირდა და დიდ ფუფუნებად ითვლებოდა. ასე, რომ ის თავდაპირველად ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა ნამუშევრებში, მოგვიანებით კი სურიმონო გრავიურებში და ხის ცალკეულ გრავიურებში. თუმცა შემდგომში იმ ნამუშევრების წარმატებამ, რომელზეც ბერლინური ლურჯი იყო წარმოდგენილი ამ ფერის კომერციული იმპორტი და ფასის შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, ამან გრავიორებს საშუალება მისცა ეს ფერი უფრო ფართოდ და თავისუფლად გამოეყენებინათ ნამუშევრებში.

ტემპო რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1841 წელს ტოკუგავას მთავრობამ მოკლე კანონები გამოსცა, რომლებიც ცნობილია, როგორც ტემპო რეფორმები. კანონმა აკრძალა ხის ტილოებში მოციმციმე ფერების გამოყენება. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ აიძური-ე გრავიურები პოპულარული გახდა, როგორც ფერადი გრავიურების ალტერნატივა. მაგრამ კაცუსიკა ჰოკუსაის უმშვენიერესი გრავიურები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტექნიკა ამ კანონამდეც პოპულარული იყო. შესაბამისად, ეს თეორია ფართოდ აღარ არის მიღებული. ამის გარდა, ეჭვგარეშეა ის, რომ მონოქრომული გრავიურების დამზადება უფრო იაფი იყო, ვიდრე ფერადის. [3]

აიძურე-ე გრავიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიძური-ე გრავიურების ძირითადი დიზაინერები ჰოკუსაი, ჰიროშიგე, კეისაი ეიზენი, კუნისადა და უტაგავა სადაჰიდი იყვნენ.

ისეია სობეი და კეისაი ეიზენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წელს ისეია სობეიმ, გრავიურების გამომცემელმა გამოიყენა პრუსიული ლურჯი გრავიურაში, რომლის დიზაინი შექმნილი იყო კეისაი ეიზენის მიერ.  ეიზენმა გრავიურები მხოლოდ იმპორტირებული ლურჯის გამოყენებით შექმნა, რამაც ამ ფერის პოპულარობის ზრდა გამოიწვია. ასევე მოდური გახდა პიგმენტის გამოყენება ფიგურათა გრავიურებში და უკვე ერთი წლის შემდეგ პეიზაჟებში.

კაცუსიკა ჰოკუსაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცუსიკა ჰოკუსაი (1760-1849) იყო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აიძური-ე გრავიურები შექმნა. 1931 წელს მისი ცნობილი გრავიურების სერიიდან „მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი“ ათი ნამუშევარი, მათ შორის ყველაზე ცნობილი „კანაგავას დიდი ტალღა“ პრუსიულ ფერში დაიბეჭდა.

ფილიპ ფრანც ფონ ზიბოლდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინური ლურჯს ასევე ფილიპ ფრანც ფონ ზიბოლდის კოლექციაშიც შევხვდებით, რომელიც 1826 წელს იაპონიის კუძნულ დეშიმაზე ჰოლანდიურ სავაჭრო ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა.

უტაგავა ჰიროშიგე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უტაგავა ჰიროშიგე (1797-1858) იყო კიდევ ერთი მხატვარი, რომელიც გამოცდილი იყო აიძური-ე გრავიურების დამზადებაში. ჰიროშიგემ ლანდშაპტის გრავიურებში პრუსიული ლურჯი წითელთან და ყვითელთან ერთადაც გამოიყენა.

უტაგავა კუნისადა და უტაგავა სიდაჰიდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა მხატვრები, რომლებიც აიძური-ე დიზაინიში ექსპერიმენტებს ატარებდნენ იყვნენ უტაგავა კუნისადა (1786-1865) და უტაგავა სიდაჰიდე (1807-1873). მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ერთი ტიპის ლურჯ ფერს იყენებდნენ, განმეორებითი გრავირებით, ფერთა თანდათანობითი გადასვლებით შეძლეს, რომ შუქ-ჩრდილების გამოკვეთისთვის მიეღწიათ.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Lure of Ink, RISD Museum
  2. 2.0 2.1 What are aizuri-e? artelino.com
  3. aizuri, Japanese Architecture and Art Net Users System
  4. The Blue Era, Tikotin Museum of Japanese Art