შინაარსზე გადასვლა

აიშე ჰიუმაშაჰ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიშე ჰიუმაშაჰ სულთანი
დაბადების სახელი აიშე ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი
დაბადების თარიღი 1541
სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 1594
სტამბოლი
მეუღლე(ები) სემიზ აჰმედ-ფაშა
ნიშანჯი ფერიდუნ ბეი
აზიზ მაჰმუდ ხუდაი ეფენდი
შვილ(ებ)ი აბდურაჰმენი
მეჰმეთი
მუსტაფა
ოსმანი
სალიჰა
მშობლები მამა: დამატი რუსტემ-ფაშა
დედა: მიჰრიმაჰ სულთანი

აიშე ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი (თურქ. Ayşe Hümaşah Hanım Sultan; დ. 1541 — გ. 1594) — დამატი რუსტემ-ფაშასა და მიჰრიმაჰ სულთანის ერთადერთი ქალიშვილი და უფროსი შვილი. სულთან სულეიმანისა და ჰასეკი ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.

აიშე ჰიუმაშაჰი დაიბადა სტამბოლში სულთან სულეიმანის საყვარელი ქალიშვილის მიჰრიმაჰ სულთნისა და დიდი ვეზირის რუსტემ ფაშას ოჯახში. აიშე ჰიუმაშაჰმა მიიღი უმაღლესი განათლება. ამასთან ერთად იგი გატაცებული იყო პოეზიით.

1561 წელს აიშე ჰიუმაშაჰი დაქორწინდა მომავალ დიდ ვეზირზე სემიზ აჰმედ-ფაშაზე (1492-1580). ქორწინებიდან მას ეყოლა ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი.[1][2] პირველი ქმრის გარდაცვალების შემდეგ აიშე ჰიუმაშაჰი დაქორწინდა ნიშანჯი ფერიდუნ ბეიზე, მაგრამ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ფაშა გარდაიცვალა. 1590 წელს აიშე ჰიუმაშაჰი მესამეჯერ დაქორწინდა აზიზ მაჰმუდ ხუდაი ეფენდიზე.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის შვილებთან ერთად წმინდა ადგილებში სალოცავად წავიდა და დაბრუნების შემდეგ აიშე ჰიუმაშაჰი თავისივე სასახლეში, უსქუდარში გარდაიცვალა. აიშე ჰიუმაშაჰი დაკრძალეს მისი მესამე ქმრის აზიზ მაჰმუდ ხუდაის კომპლექსში.[3]

აიშე ჰიუმაშაჰი, დედამისთან ერთად გახდა მამამისის ქონების მემკვიდრე და სათავეში ჩაუდგა მის საქველმოქმედო ფონდს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Joseph von Hammer, Geschichte des Osmanischen Reiches., ტ. 4, Pest: C. A. Hartleben’s Verlag. — გვ. 102.
  2. Mehmed Süreyya, Sicill-i ʿOsmānī yāḫūd Teẕkireʾi Meşāhīr-i ʿOsmānīye, ტ. 1, İstanbul: Maṭbaʿa-ʾi ʿĀmire, 1890. — გვ. 202.
  3. Gülru Necipoğlu, The Age of Sinan. Architectural Culture in the Ottoman Empire, London: Reaktion Books, 2005. — გვ. 302.